VIDEO: „ეს იქნება ერთ-ერთი რთული პერიოდი ოქტომბერში“ - რის შესახებ გვაფრთხილებს ცაგარელი

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე თვის მნიშვნელოვან დღეებზე საუბრობს.

მისი თქმით, ოქტომბრის 23 რიცხვიდან იმატებს დაძაბულობა და რთული პერიოდები, დაახლოებით 15 ნოემბრამდე. 

„ოქტომბერი ზოგადად სამ ნაწილად უნდა დავყოთ. 10-11 რიცხვამდე ცოტა დაძაბული პერიოდია, ყველაზე კარგი პერიოდია 10 რიცხვის შემდგომ 23 რიცხვამდე. 23-დან, როდესაც მორიელში შევა მზე, თან იქ გველოდება ორი დაბნელება მზის და მთვარის, მანდ უკვე, სანამ მორიელი არ დამთავრდება გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი, რომელიც იქნება დაკავშირებული ვირუსებთან, დაძაბულობასთან და ა.შ. თუ რაიმე აუცილებელი საქმეა, ახლა განვახორციელოთ. ყველაზე კარგი პერიოდია 10-დან 22 ოქტომბრამდე“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.