1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას იხსენებს. მისი თქმით, მანამ, სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა, მასთან კონსულტაციებს გადიოდა.
„როდესაც სააკაშვილი თავის დროზე მოვიდა და იყო იმედის მომცემი პოლიტიკოსი, მაშინ ძალიან ცუდად ჰქონდა ნერვული სისტემის საქმე. მაშინ მთხოვეს, იქნებ რამე ვუშველოთ, კარგი ბიჭია, ჭკვიანი, ღამეები არ სძინავსო. მაშინ პირადი ჰოროსკოპი გავუკეთე, ყველაფერი დავულაგე და გამოლოცვებიც ჩაუტარდა. რის შემდეგაც დამშვიდდა, დაწყნდარდა, დაიძინა.
აურის გაწმენდის შემდეგ, დაახლოებით, 3-4 თვეში მინისტრი გახდა. წავიდა წინ... მისი მაგალითი კარგია, რაც მეტად ზევით წავიდა, ჩემთან საუბარი აღარ სჭირდებოდა.“ - თქვა ასტროლოგმა „დილის პალიტრაში“.