„რუსეთში რომ ვცხოვრობდე, ამ ამბავს მე დამაბრალებდნენ...“- რის შესახებ წერს რამაზ გიგაური

ramaz gigaur

ასტროლოგი რამაზ გიგაური ყირიმის ხიდის აფეთქებას ეხმაურება და წერს: 

„ე.ი. გუშინ პროგნოზი დავწერე და დღეს დილას ყირიმის ხიდი აფეთქებული დამხვდა.

ღმერთო, რუსეთში რომ ვცხოვრობდე, ამ ამბავს მე შემტენიდნენ, „ისე წერ, უეჭველი მონაწილე ხარო". მერე უმტკიცე პლუტონის ბიორიტმის შესახებ რამე.

პრინციპში, ამათგანაც მოსალოდნელია რამე ამდაგვარი.

P.S. Слава україні!“,- წერს რამაზ გიგაური.

ცნობისთვის, ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე დილით ძლიერი ხანძარი გაჩნდა.