დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ე.წ. „ყირიმის ხელმძღვანელმა“ სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად ჩამოინგრა კრასნოდარიდან ქერჩისკენ მიმავალი გზის ორი ნაწილი.
„ამავე დროს ცეცხლი გაუჩნდა საწვავის ავზებს. ხანძრის ჩაქრობისთანავე შესაძლებელი იქნება ხიდზე მიყენებული ზიანის დადგენა. მოგვიანებით, შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენის დროზე საუბარიც“, - განაცხადა მან.
„ვიზუალური შეფასებით, ქერჩიდან ტამანამდე ერთი მანქანის ხაზი ხელუხლებელია. ბორანი მზადაა გასაშვებად, დღეიდან დაიწყებს მუშაობას. განრიგს მოგვიანებით შეგატყობინებთ. ახლა მძღოლებისთვის კვების და გათბობის პუნქტები დგინდება ხიდის შესასვლელთან“, - დასძინა მან.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ინფორმირებულია ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შესახებ, განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, პუტინმა მას „სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა“.
„პრეზიდენტმა დაავალა პრემიერ-მინისტრს შექმნას სამთავრობო კომისია, რათა გაირკვეს მომხდარის მიზეზები და აღმოიფხვრას შედეგები. მასში ასევე შევლენ კრასნოდარისა და ყირიმის ხელმძღვანელები, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, „ეფესბე“ და შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა პესკოვმა.