რომელი დღეებია ამ კვირაში წარმატების მომტანი - ასტროლოგების პროგნოზი

ასტროლოგია

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

30 ოქტომბერი

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს შესაძლოა, მომატებული ემოციურობა და შფოთვა იგრძნოთ, გაგირთულდეთ კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაციაც შექმნათ. შეიძლება იფიქროთ, რომ ახლა ყველა საქმემ, პასუხისმგებლობამ და ვალდებულებამ ერთად მოიყარა თავი. თუმცა, ნუ ინერვიულებთ. ახლახან ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი, დაბნელების დერეფანი დასრულდა და კვლავ იპოვით მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ. გაატარეთ ეს დღე მშვიდად და არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები. 

31 ოქტომბერი

ეს დღე მიგახვედრებთ, რომ უკვე დროა, საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც მოძველებულია, განვითარება აღარ უწერია და აღარც ბედნიერებას განიჭებთ. გადახედეთ ურთიერთობებს, რეალურად შეაფასეთ ადამიანების ქცევა და თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეთ.

1-ლი ნოემბერი

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს შესაძლოა, კომუნიკაცია გაგირთულდეთ და სხვა ადამიანების მიერ, თუნდაც კეთილი განზრახვით ნათქვამი სიტყვები, უარყოფითად აღიქვათ და განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოიდგინოთ. ამიტომაც, კარგად დააკვირდით თქვენ მიერ ნათქვამ სიტყვებსაც და სხვებთან კომუნიკაციასაც. შესაძლოა, ყველაფერი მარტივადაა, მაგრამ ძალით ვართულებთ.

2 ნოემბერი

ამ დღეს თქვენი შრომის, ერთგულებისა და თავდადების გამო სამყაროსაგან პატარა საჩუქარს მიიღებთ, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მოგცემთ და სამომავლო წარმატებისთვის მოგამზადებთ. მოულოდნელი ჯილდო, აღიარება, შექება გელით, რაც დადებით განწყობას შეგიქმნით და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: ნახეთ, რა ხდებოდა რუსთავის ერთ-ერთ უბანში, როცა ბავშვებმა 112-ში დარეკეს

ამანათით გაგზავნილი 8 თვის ბავშვი ფოსტალიონმა ბებიას ჩაუყვანა