VIDEO: ნახეთ, რა ხდებოდა რუსთავის ერთ-ერთ უბანში, როცა ბავშვებმა 112-ში დარეკეს

მაშველები რუსთავში

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსთან სამაშველო სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.  "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კორპუსის ეზოში აღნიშნული სამსახურები ბავშვებმა გამოიძახეს.

როგორც ერთ-ერთმა მცირეწლოვანმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, მან 112-ში კნუტის დახმარების მიზნით დარეკა. როგორც გაირკვა, კატა სიმაღლეზე იყო დარჩენილი და უკან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

ასევე ნახეთ:

,,ეიფორიაში ვიყავი... ეს ბედნიერება გაგრძელდა 3 თვე“ - თი მაჭავარიან

VIDEO: “მაინც გაგყიდე ბაღდათელთან…” - ნახეთ, როგორ იგეგმებოდა თათას ხელის თხოვნის ცერემონია