რასაც ფიქრობს, იმას ამბობს - ზოდიაქოს TOP 3 ყველაზე გულწრფელი ნიშანი

ასტროლოგია

ასტროლოგები ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელ ნიშნებს ასახელებენ. მათი ეს ჩვევა ხშირად გარშემომყოფთა წყენის მიზეზი ხდება. 

ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი ზედმეტი პირდაპირობით გამორჩევა.

ვერძი

ახასიათებს უკმეხობა, იმპულსურობა, ფეთქებადობა. ზოგჯერ, კამათის ან დისკუსიის დროს კონტროლს კარგავს და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, თუ რას ამბობს. აფექტის მდგომარეობაში შეიძლება თქვას ისეთი რამ, რისიც მოგვიანებით თავად შერცხვება.

ჩვეულებრივ საუბრებშიც სიმართლეს ამბობს, რითაც გარშემომყოფებს შოკში აგდებს. მას ნამდვილად აკლია ემპათია, ამიტომ მის გარემოცვაში მგრძნობიარე ხალხი იშვიათად ჩერდება.

მშვილდოსანი

ცეცხლოვანი ნიშანი, რომელიც ყოველთვის პატიოსნებისთვის იბრძვის. სწორედ ამის გამო, ხშირად ქედმაღალ, ამპარატავან ადამიანად მიიჩნევენ. ახლობლებმა იციან, რომ მშვილდოსანი არასდროს ცდილობს საკუთარი უპირატესობის ჩვენებას: უბრალოდ რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. მეგობრები და ნათესავები ამის გამო აფასებენ.

მორიელი

აი, ვინ არ აგდებს სიტყვას ქარზე. ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რაზეც ლაპარაკობს. გარდა ამისა, შეიძლება წინასწარ რეპეტეცია გაიაროს, სანამ რამეს იტყვის. და მაინც, თავისი უხეში გამოთქმებით ცნობილია. უსამართლობას, სიცრუეს და თვალთმაქცობას ვერ იტანს. როგორც კი ვინმეს ტყუილში გამოიჭერს, მის გამოაშკარავებას ჩქარობს.