„ხალხი აგონიაშია... ყველა აფერისტი ამ სიტუაციით ახლა სარგებლობს...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის

ემიგრანტი

იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის" (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე, სოციალურ ქსელში ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

„როგორც საემიგრაციოს წარმომადგენელი, ვალდებული ვარ, ამ დღეებში „ფეისბუქზე“ ატეხილ აჟიოტაჟს ვუპასუხო.

ამ დროს, აგვისტოს თვეში როდესაც ყველაფერი დაკეტილია, რომელმა პარლამენტმა დაუანონსა პირადად ვაი საქმოსნებს საემიგრაციო საკითხებში ახალი პემრემო? 

აბსურდია ყველა ნათქვამი, რაც ითქვა! ნუ იჭრება ნურავინ კომპენსაციების გარეშე ისეთ საქმეში, რომელიც მას არ ეხება და არალეგალურად აწარმოებენ საქმეს პერმესო დი სიოჯორნოზე, კონტროლი დაწყებულია და წავა ზუსტად ამ საკითხზე და არ მოგეცემათ არავის საშუალება იმოქმედოთ ამ საკითხზე ისე, რომ ათასები აი ზუსტად თქვენნაირებმა წაართვათ ახალჩამოსულებს! დააწვენთ 5 ქალს სახლში და საბუთის საქმოსნები ხართ? ნურას უკაცრავად... მაშინ, როდესაც მე ერთი ცდომილება არ მაპატიება და მზადაა ეს მასა ჩაგქოლოს რომ საქმე გაგიფუჭოს, მაშინ მე აგერ გეუბნებით, რომ ეს დღეებია იწერება აბსურდი რამ, რეკავს ხალხი და აგონიაში რას მოასწრებს სექტემბრისთვის.

თუ რამ სიახლე იქნა დაჯდება აქ კომპეტენტური ხალხი და ისაუბრებს. არადა ყველა აფერისტი ვინც ამ სიტუაციით ახლა სარგებლობს,  აქ დაიწერებით და ვერ შეძლებთ ამ სიყალბის განხორციელებას! მორჩა და დამთავრდა. რადგან საბოლოოდ წერტილი უნდა და დაესვას საბუთების აფიორებს იტალიაში!“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე.