რას მოგვიტანს წყლის შავი კურდღელი და როგორ შევხვდეთ 22 იანვარს - ასტროლოგის რჩევა

შავი კურდღელი

 აღმოსავლური კალენდრით, ახალი წელი, ზამთრის მზებუდობის მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა და 22 იანვარს დგება.

კატის წელია თუ კურდღლის?

სხვადასხვა ტრადიციაში შეხვდებით როგორც კატას, ასევე კურდღელს. ზოგიერთი ამ ამბავს ლინგვისტიკის თავისებურებას მიაწერს, ზოგიც შეცდომას, აი ჩინურ ტრადიციაში მაგალითად კურდღელს შეხვდებით, ვიეტნამურში - კატას. (ვიეტნამურ ენაში სიტყვა კატა -„მეო“, ჟღერს როგორც „ნგხეო“რაც ნიშნავს სიღარიბეს, ამიტომ სიმბოლოდ სჯობს კურდღელი დაასკუპოთ, თუმცა მანეკი ნეკოც წავა.)
 კურდღლის სიმბოლოს მნიშვნელობა რა არის ?
კურდღელი კეთილი, მგრძნობიარე და ფრთხილია, ადვილად ადაპტირდება უცხო გარემოში, თვალების თავისებურებიდან გამომდინარე ხედავს ყველაფერს ზურგს უკან, ძალიან მარტივად შინდება. საკმაოდ მარდია, მიუხედავად იმისა, რომ კურდღელი ფაქტობრივად უვნებელ ცხოველად ითვლება, საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, ძალიან სწრაფად მრავლდება, (რის გამოც მას სხვადასხვა ტრადიციაში ნაყოფიერების სიმბოლოდაც მოიაზრებენ) და შეუძლია მოსავლის უსწრაფესაც გაჩანაგება. ის ასევე მახვილგონიერების, სიფრთხილის, მოქნილობის სიმბოლოა.


 რას მოიტანს კატა-კურდღლის წელი?
სიკეთეს მოიტანს, რომანტიზმს, ოჯახურ ბედნიერებას, პირად ცხოვრებაში სიახლეებს, "ბარტყიანობას".

 აღმოსავლური კალენდრით, კატის წელი, ზამთრის მზებუდობის მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა, ამიტომ 2023 ში ჩვენი დროით 22 იანვარს დგება,
 აი კურდღლის წელი კი 4 თებერვალს დგება.
 ნამდვილი ახალი წელი კი 2023 წელს 20 მარტს დადგება, მაშინ როდესაც ბუნება გაიღვიძებს, მაშინ, როდესაც მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანსი გადავა.


  რა ფერებია აქტუალური 2023 წელს?

აღმოსავლურ ასტროლოგიაში შემორჩენილია დროის მეორე ჰიპოსტასი - ციკლურობა.
აქ არის 60 წლიანი ციკლი, რომელშიც შედის 12 ზოდიაქოს ნიშანი და 5 სტიქია, ამჯერად, კურდღელი წყლის სტიქიის ელფერითაა წარმოდგენილი, ამიტომ აქტუალურია: შავი, მუქი ლურჯი, მოცისფრო ფერები, ასევე ბუნებაში არსებული რბილი ტონები და, რა თქმა უნდა, წითელი ფერიც აქტუალურია.
 როგორ შევხვდეთ ახალი წლის დადგომას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1 იანვარს კალენდარული ახალი წელია. ამ დღეს საკმაოდ დიდი პოზიტიური ეგრეგორი იქმნება, რადგან ადამიანები ერთიანდებიან ერთი იდეის ირგვლივ, ყველაფერი ჯადოსნური ელფერითაა გაჯერებული, ამიტომ, პირველ რიგში, წინასწარ, გაიტანეთ სახლიდან ყველაფერი ზედმეტი, გატეხხილი, გაფუჭებული, დაზიანებული, გამოუყენებელი ნივთები, გაათავისუფლეთ გარემო ახალი ენერგიებისთვის, რადგან ცვლილებებისთვის, სწორედ ასე უნდა მოემზადოთ!
 მერე კი, ჩაიფიქრეთ სურვილები, იოცნებეთ, ჩამოწერეთ გეგმები და გააკეთეთ პრაქტიკული რიტუალები, რომლებიც უკვე ჩვენს გვერდზეც მრავლადაა და რომელსაც შემოგთავაზებთ კიდეც, თუმცა თავადაც შეიძლება მოიფიქროთ, თქვენი, ინდივიდუალური რიტუალი!
 აი აღმოსავლური კალენდრის, კურდღლის წლის დადგომას შესაბამისი ფერებით შეხვდით, სამოსი სასურველია იყოს სადა და ნატურალური ქსოვილის, ზედმეტი აქსესუარების გარეშე. (აქტუალურია ლურჯი ფერის მინერალური ქვები, მაგ:ლაზურიტი).
 სუფრაზე უმჯობესია ხილი და განსაკუთრებით ბოსტნეული იყოს უხვად, თუ ხორცს ანიჭებთ უპირატესობას, სჯობს თევზეულზე გააკეთოთ აქცენტი, მაქსიმუმ ფრინველის ხორცზე.
 არ დაგავიწყდეთ სუფრაზე კურდღლის სიმბოლოს მოკალათება.
  არ არის სასურველი ხმაურიანი წვეულებების გამართვა. ნუ შეაშინებთ ამ წლის „ბატონს“, სჯობს მშვიდ, წყნარ გარემოში შეხვდეთ მის შემობრძანებას.
 საახალწლო დღეებში, განსაკუთრებით ეფექტურია სურვილის ჩაფიქრება, როდესაც სამყაროში იმედით, საოცრებების მოლოდინითა და პოზიტივითაა ჰაერი გაჯერებული.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ.