რა გავლენას მოახდენს მაისის თვის ენერგია თითოეულ ადამიანზე და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები აირიდოთ

ჰოროსკოპი

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, მაისის თვის ენერგია, რომელიც თითოეულ ადამიანსა და სხვადასხვა მოვლენაზე დიდ გავლენას მოახდენს, 5 რიცხვიდან შემოვა და 5 ივნისამდე დარჩება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისს ცეცხლოვანი გველის ენერგია მართავს. მიმდინარე თვე ამის გამო განსაკუთრებული ემოციურობით ხასიათდება, როცა შესაძლოა, ინფორმაცია, სიახლეები გაცილებით მძაფრად აღვიქვათ. ასევე, დიდია მანიპულაციისა და ფაქტების დამახინჯების რისკიც, რამაც შესაძლოა, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და სამომავლო გეგმებზეც იმოქმედოს.

მაისში შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ ჩვენი არავის ესმის, მხარს არავინ გვიჭერს, რომ მარტო ვართ ყველა სირთულესთან და პრობლემასთან. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გარშემომყოფები ჩვენი მდგომარეობის, საქმეების, ჩვენი გამოცდილების მიმართ გულგრილები არიან. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მომატებული ემოციურობის ფონზე გამძაფრებული შეგრძნებები იქნება. ამიტომ, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ გავითვალისწინოთ - თუკი მარტოობისა და უიმედობის განცდა შემოგიტევთ, იცოდეთ, რომ მალე გაივლის და მოტივაციას კვლავ იპოვით.

მკაფიოდ გამოხატეთ თქვენი სურვილები და დააფიქსირეთ ის, რაც არ მოგწონთ. სთხოვეთ ადამიანებს დახმარება, რჩევა - ნუ დაელოდებით მათ ინიციატივას, თავად გადადგით პირველი ნაბიჯი. 

როგორც ასტროლოგები ამბობენ, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს საკუთარი პოზიციის დაცვა მოუნდება, ამ თვეში კონსენსუსისა და შეთანხმების მიღწევა გართულდება და ეს საკითხიც გაითვალისწინეთ.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მაისში მსხვილი შესყიდვა, რაიმეში ინვესტიციის ჩადება კარგი გადაწყვეტილებაა. მოგების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ. საბოლოო ჯამში, ფინანსური კუთხით, სტაბილური თვე იქნება და რაიმე რადიკალური ცვლილება მოსალოდნელი არ არის... ვრცლად..