„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
რა ფერია თქვენი აურა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
1.ვერძი, მკვეთრი წითელი - რა თქმა უნდა, ცეცხლოვანი ვერძის აურა ნათელი და კაშკაშა წითელია. ეს ფერი გამოხატავს ვნებას, სექსუალურობას, აგრესიას, კონკურენტუნარიანობას და ძალას. ყველა ეს თვისება კი, ვერძის მთავარი მახასიათებლებია.
2. კურო, მუქი მწვანე - კურო ბუნების მოყვარულია. ის ძალას, ინსპირაციას, მოტივაციას ბუნების წიაღში პოულობს. სწორედ ამიტომ, ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების აურა მუქი მწვანეა. ეს რეალისტი ადამიანის აურაა - ყველამ ვიცით, რომ კურო მყარად დგას მიწაზე და ოცნებებში არ დაფრინავს.
3. ტყუპები, ყვითელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების აურა ყვითელია. ეს არის ყველაზე ბედნიერი ფერი სხვა ფერებს შორის. ეს ფერი არის ოპტიმიზმის, პოზიტივის, მხიარულების ინდიკატორი და ადამიანის შინაგან ბავშვურობაზე მიუთითებს. ის ასევე გამოხატავს ენერგიულობას და დაუღალავ ბუნებას. სწორედ ასეთია ტყუპები.
4. კირჩხიბი, ვარდისფერი - არ არსებობს ცხოვრებაში პერიოდი, როცა კირჩხიბი შეყვარებული არ არის. სწორედ ამიტომ, მისი აურა ვარდისფერია. ვარდისფერი ასოცირდება რომანტიკასთან, სიყვარულთან, მომხიბვლელობასთან, ფლირტთან და ის ყველაზე მეტად განსაზღვრავს კირჩხიბების შინაგან სამყაროს.
5. ლომი, მოწითალო, ნარინჯისფერი - ლომი თავისი ენერგიითა და ძალით განაგებს სამყაროს. ის თავდაჯერებულია, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ნატურაა. სწორედ ამიტომ, მისი აურა მოწითალო ნარინჯისფერია. ეს ფერი ინდიკატორია თავდაჯერებულობის, საკუთარი ძალისადმი რწმენის და გამარჯვების დაუოკებელი სურვილის.
6. ქალწული, სამეფო ცისფერი - ინტელექტუალი და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარის მქონე ქალწულის აურას განსაზღვრავს მკვეთრი ცისფერი, რომელსაც სამეფო ფერსაც უწოდებენ. ეს ფერი მიუთითებს სერიოზულობაზე, ლოგიკური და რაციონალური აზროვნების უნარზე, სამართლიანობის სიყვარულზე და კომუნიკაციის შესანიშნავ უნარზე. ყველა ეს მახასიათებელი კი, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანის ინდიკატორია.
7. სასწორი, ცისფერში გარდამავალი მწვანე - სწორედ ეს ფერია სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანების აურა. ცისფერისა და მწვანე ფერების კომბინაცია ულამაზეს და ჰარმონიულ ფერთა შეხამებას ქმნის. ის სიმშვიდეზე, რაციონალურობაზე, დიპლომატიურობაზე, ჰარმონიაზე და განტვირთვაზე მეტყველებს.
8. მორიელი, მუქი ლურჯი - საიდუმლოებით მოცული და იდუმალი მორიელის აურა მუქი ლურჯია. ეს ფერი მიუთითებს დაუოკებელ ემოციებზე, განსაკუთრებულ მგრძნობიარე ხასიათზე, სიბრძნეზე და ყველაზე მეტად სწორედ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს შეესაბამება.
9. მშვილდოსანი, კაშკაშა ნარინჯისფერი - თავგადასავლების მოყვარულ და ფილოსოფოს მშვილდოსანს არ ეშინია სიახლეების. მისი კაშკაშა ნარინჯისფერი აურა მიუთითებს შემოქმედებით უნარზე, განვითარების სურვილზე, განსაკუთრებულ ამტანობაზე და თავდაჯერებულობაზე. ის ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ მშვილდოსანს ცხოვრების გემოს გაგების განსაკუთრებული უნარი აქვს.
10. თხის რქა, მუქი წითელი - ეს ფერი ძალაზე, ურყევ ხასიათზე მეტყველებს და ყველაზე მეტად თხის რქის აურას შეესაბამება. თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები წარმოუდგენელი გამძლეობით, ურყევი ხასიათითა და ძალით გამოირჩევიან.
11. მერწყული, კაშკაშა მწვანე - ეს ფერი მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც გამუდმებით ცვლილებები სურს, რომელიც ერთ ადგილას ვერ ჩერდება და მუდამ სადღაც წასვლისკენ ისწრაფვის, ის მიუთითებს ადამიანზე, რომელიც მზადაა სხვების გამო საკუთარი ინტერესები დაივიწყოს და გარშემომყოფთა დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოს. მერწყული სწორედ ასეთია და ამიტომაც, მისი აურა კაშკაშა მწვანეა.
12. თევზები, იისფერი - ინტუიციის შესანიშნავი უნარის მქონე, მაგიური თევზების აურა იისფერია. ეს ფერი წარმოსახვის განსაკუთრებულ უნარზე მიუთითებს. ამ აურის მქონე ადამიანებს უყვართ ოცნება და თავიანთ შემოქმედებით სამყაროში ჩაძირვა.
ასევე ნახეთ: