მოულოდნელი სიურპრიზი სამყაროსაგან, ნანატრი პროექტების განხორციელება - როგორი კვირა ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და იღბლიანი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

11 დეკემბერი

ამ დღეს დაინახავთ, რომ ის, რაზეც სხვა ადამიანები ამბობენ, რომ ნეგატიური და არასასარგებლოა, სინამდვილეში, არც ისე საშინელია. მიხვდებით, რომ შეფასებები ინდივიდუალურია და ის, რაც ერთის შეფასებით, ცუდია, შესაძლოა, მეორე ადამიანისთვის იდეალური იყოს. გექნებათ შესანიშნავი მაგალითი, რომ მომავალში ბოლომდე მხოლოდ საკუთარ თავსა და გამოცდილებას ენდოთ. 

12 დეკემბერი

ეს დღე მოგცემთ ძალიან დიდი მოტივაციასა და შემართებას, რომ საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც ერთხელ დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო შეაჩერეთ. შეგეძლებათ, ერთი შეხედვით, ყველაზე მიუღწეველ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ და შესანიშნავი შედეგი ნახოთ. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, განაგრძეთ იმ საქმის გაკეთება, რაც ადრე მთელი გულით გინდოდათ, მაგრამ ვერ დაასრულეთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

13 დეკემბერი

ამ დღეს თქვენი შესაძლებლობების, უნარებისა და ცოდნის გამოხატვას ბევრად უფრო მარტივად და საფუძვლიანად შეძლებთ, ვიდრე აქამდე. ეს კი საჭირო ადამიანების ყურადღებასაც მიიპყრობს და დაგეხმარებათ, რომ დაწინაურდეთ, კარიერული წინსვლა, აღიარება და დაფასება მიიღოთ და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია იპოვოთ.

14 დეკემბერი

აღნიშნულ დღეს გექნებათ მინიშნება, რომელიც ზუსტად გაჩვენებთ, სად ხართ, რაზე უნდა თქვათ უარი და რა მიმართულებით უნდა განაგრძოთ მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ კვირის განმავლობაში, ეს ერთგვარად გარდამტეხი პერიოდი იქნება, როცა საბოლოოდ გადაწყვეტთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ.. ვრცლად.

ასევე ნახეთ:

რამდენიმე აფთიაქი კოდური სიტყვის შემდეგ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდა - კურიერი P.S-ის ექსპერიმენტი

„პირველ შვილს დღემდე ვეძებ და ვერ გავდივარ კვალზე, ახლა 42 წლის იქნება...“ - დათო ევგენიძე