ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
2025 წელს, გასული წლების მსგავსად, საქართველოში ისევ მაღალი იყო გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების რისკები, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტივობები ხორციელდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.
„მაგალითისთვის, შეგახსენებთ 2025 წლის ოქტომბრის მოვლენებს, როდესაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ქვეყანაში გეგმავდნენ სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციას; მათი გეგმის ნაწილი იყო სტრატეგიული ობიექტის, პრეზიდენტის სასახლის დაკავება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააიდენტიფიცირა ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო და გეგმავდა ძალადობრივ პროცესებს. ჩვენ მიერ, სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა. დაკავებულ იქნენ ძალადობრივ აქციებში ჩართული პირები და ორგანიზატორები, რომელთაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულთაგან ნაწილმა ბრალი უკვე აღიარა“, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.