„მოულოდნელი სასიკეთო ცვლილებების დროა, მაგრამ არ იჭორაოთ მანდილოსნებთან“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ცაგარელი

ვერძი

ენერგოტონუსი თქვენი იმატებს, გრძნობთ რომ ხდებით უფრო აქტიურები და ენერგიულები და შეგიძლიათ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობაც აიღოთ, კარიერული განვითარებისთვისაც კარგი პერიოდია. 18 იანვრის შემდეგ კი იქნება წყალქვეშა დინებები, მოიმატებს თქვენში წყენა, რამაც შეიძლება გამოავლინოს წყენა პირად ურთიერთობებში.

კურო

აქტიური და ენერგიულია, ბევრი რამ გამოგივათ. შეიძლება უცხოელებთან კონტაქტი და მოგზაურობა ძალიან წარმატებულიც აღმოჩნდეს, თუმცა თუ გაქვთ ვალი ან გადასახადი, რომელიც არ გადაგიხდიათ აუცილებლად გადაიხადეთ, რომ არ მოჰყვეს გართულებები.

ტყუპები

მატულობს ენერგოტონუსი, იდეების რეალიზაციისთვის არის კარგი პერიოდი, შანსები წარმატებისა გაქვთ, თუმცა გაქვთ სირთულეები მანდილოსნებთან - შეიძლება, ქალებიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

კირჩხიბი

ინტუიცია მზარდია, ქორწინებისთვისაც ძალიან კარგი პერიოდია, ფინანსური მდგომარეობაც შესაძლოა გაიუმჯობესოთ, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ოჯახში მყოფ მანდილოსნებთან.

ლომი

ენერგოტონუსი უმჯობესდება, მოულოდნელი სასიკეთო ცვლილებების დროა, მაგრამ არ იჭორაოთ მანდილოსნებთან და არ გათქვათ თქვენი სურვილებით, რადგან აგორდება ჭორები.

ქალწული

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, წარმატების დიდი შანსი გაქვთ ლატარიებში, ოჯახში და შვილებთანაც გეძლევათ ყოველმხრივ იყოთ წარმატებული, არ გაჩერდეთ წარმატების არ ნახული შანსი გაქვთ გამოიყენეთ ეს კვირა.

სასწორი

ენერგოტონუსი უმჯობესდება, წარმატების ფაქტორი მატულობს, მაგრამ არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები, შეიძლება ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვიოს ოჯახში დაძაბულობა.

მორიელი

ვერ გააჩერებთ, შარმიანი და ენერგიულია, ბევრი რამ გამოგდით, წარმატების დიდი შანსები გაქვთ ყველა მხრივ, მთავარია არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ დაუშვათ შეცდომები.

მშვილდოსანი

ენერგოტნუსი ყოველდღიურად მატულობს, 18-23 იანვრის პერიოდში იყავით ფრთხილად საკვების მიღებასთან დაკავშირებით, ცდუნებები საკვებთან და წონასთან დაკავშირებით გაქვთ მაღალი. შესაძლოა ძველი საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური დივიდენდები.

თხის რქა

ყველაზე იღბლიანი და აქტიური ნიშანია, წარმატების შანსები ყველაზე დიდი სწორედ თქვენ გაქვთ, ყველაფერი გამოგდით, მაგრამ 18 იანვრიდან მანდილოსნები თქვენ საქმეებს შეუშლიან ხელს, მათი ჭორაობით, ეს ყველაფერი შეგიშლით ხელს და იყავით ფრთხილად.

მერწყული

ენას კბილი დააჭირეთ, ფარული მტრები თქვენ წინააღმდეგ მოქმედებენ, არ გადაიღალოთ და არ გაცივდეთ, იყავით ყურადღებით და ფრთხილად, შემდეგი კვირა უკეთესია.

თევზები

შარმი მაღალია, საქმე, პირადი ურთიერთობა და ბიზნესი ყველაფერი გამოგდით. პერიოდი ყოველმხრივ კარგია მგზავრობის კუთხითაც კი, რაც შეეხება წყალქვეშა დინებებს, ენას კბილი დააჭირეთ და მანდილოსნებთან არ გათქვათ თქვენი საიდუმლოები.