მოიმატებს საცობები, ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები, გადაადგილების სირთულე ქუჩებში - მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მომდევნო კვირის 2 მნიშვნელოვან თარიღზე საუბრობს.

„ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა, კომუნიკაციის და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური ოთხშაბათს რეტროგრადული ხდება, ანუ უკუმავალი, დაახლოებით, სამ ივნისამდე - მოიმატებს საცობების ალბათობა, ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები, ქუჩაში, გადაადგილების სახით სხვადასხვა სირთულე წარმოიქმნება, გართულდება მოლაპარაკებები, საჭირო ინფორმაციის მიღება. გართულდება ახალი საქმის შესრულებაც კი.  ეს არის პერიოდი, როდესაც გვაბრუნებენ ძველ საქმეებთან, შეუსრულებელ დაპირებებთან. 3 ივნისამდე რაღაცების გაანალიზების და გამოსწორების შანსი გეძლევათ. 

რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან მოვლენას, ეს არის პატიოპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა, რომელიც ხუთშაბათს გადადის ვერძის ზოდიაქოში და აქ 28 ოქტომბრამდე იქნება, ამიტომ ვერძებო, მოემზადეთ, ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში.