9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-9-10 დღე. დღეს მთვარის შემოქმედებითი ენერგია ლომში გარკვეულ დაბრკოლებებს შექმნის. გამკაცრდება თამაშის წესები, აკრძალვები, სისტემური შეზღუდვები. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ხარჯებს. შესაძლოა, შეგექმნათ დროის დეფიციტი.

პრობლემები შეიძლება შექმნას პრინციპების გადაჭარბებულმა დაცვამ ან აბსოლუტური დამოუკიდებლობის  სურვილმა. უმჯობესია, წინასწარ დააზუსტოთ საკუთარი შესაძლებლობები, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

სასარგებლო იქნება ისეთი თვისებები, როგორიცაა ორგანიზებულობა, თვითდისციპლინა და მიღებული წესების დამორჩილების უნარი. 

ვერძი

თავისუფალი დრო, ჯობსმ თქვენს გარეგნობასა და იმიჯზე ზრუნვას დაუთმოთ. ივარჯიშეთ, მოაწესრიგეთ და გადაახალისეთ თქვენი გარდერობი.

კურო

გადახედეთ ახლობლების წრეს, ახლა ძალიან იოლად შეძლებთ გათავისუფლდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებისა და მავნე ჩვევებისგან.

ტყუპები

შესაძლოა, სამსახურში ახალმა პროექტებმა არასასურველი ემოციები და ვნებათაღელვა გამოიწვიოს. ყურადღებით იყავით, დიდი ალბათობით, ღონისძიებებისა და საქმეების კორექტირება დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

თავდაჯერებულობა და კონცენტრაცია მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, სრულიად გამოავლენს თქვენს ორგანიზატორულ ნიჭს და სწრაფად დაარწმუნებს ირგვლივ მყოფებს, თქვენს მოხერხებულობასა და შესაძლებლობებში.

ლომი

ნუ გადაიტვირთებით სამსახურებრივი საქმეებით, იზრუნეთ სიმშვიდესა და სასიამოვნო განწყობის შექმნაზე. 

ქალწული

შესაძლოა, მოიპოვოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ მიზნის მიღწევას.

სასწორი

სწორად და გულმოდგინედ შეუდექით საქმეს, დიდია ალბათობა, მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და მნიშვნელოვნად გაამყაროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

მორიელი

იყავით მეტად თავდაჭერილი, ნუ აჰყვებით მითქმა-მოთქმას, ნუ მოუსმენთ ჭორებს და თქვენც ნუ იქნებით მათი გავრცელების თანამონაწილე, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები, როგორც პირად, ასევე, პროფესიულ საქმიანობაში.

მშვილდოსანი

ახლა მეტად გაგიადვილდებათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი საქმიანობა, მოიკრიბეთ ძალა და ენერგია.  კარგი დროა, დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.

თხის რქა

საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მეგობრების იმედი გქონდეთ, ისინი გიჩვენებენ სწორ გზას და გიჩვენებენ მიმართულებას, რომელიც რთული მდგომარეობიდან გამოგიყვანთ.

მერწყული

იყავით სამართლიანი და გულმოწყალე, მაგრამ ნურავის მისცემთ უფლებას, გამოგიყენონ ინტრიგების მოწყობისა და ჭორების გავრცელებისთვის.

თევზები

იყავით ფხიზლად და ყურადღებით, ფინანსებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილოთ, შენაძენის გამო, იმედგაცრუება და კრიტიკა ოჯახის წევრებისგან.