„მოიმატებს აგრესია, შეძლება მოხდეს ტერორისტული აქტი“- ასტროლოგის გაფრთხილება 9 მაისის შესახებ

9 მაისი

ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის თქმით, ხვალიდან მსოფლიოში აგრესიული ფონი მოიმატებს, მოსალოდნელია ტერორისტული აქტებიც.

„ხვალ იქნება ლომის  ზოდიაქო მესამე დეკადაში, ანუ  ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მომატებული იქნება  აგრესიულობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვენერა ძალიან ცუდ პოზიციაში იქნება და ვერძის ზოდიაქოში, ესეც ხაზს უსვამს მას, რომ აგრესიულობა მომატებული იქნება. შეძლება მოხდეს ტერორისტული აქტი, რაც შეიძლება მეტად ავნონ ერთმანეთს ადამიანებმა.

არ არის გამორიცხული რუსეთის ტერიტორიაზეც მოხდეს რამე აგრესიული აქტები, თვითონ ხელისუფლებაც აგრესიული იქნება, საზოგადოებაც აგრესიული იქნება, ადამიანები ერთმანეთის მიმართ იქნებიან მაქსიმალურად აგრესიულები.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შავი მთვარე, ეს არის კარმული  ვალების წერტილი, იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში, აქედან გამომდინარე ქვეყნის ლიდერები მიიღებენ ემოციურ გადაწყვეტილებებს.

რუსეთი არ არის ამოვარდნილი პლანეტარული კონტექსტიდან, ამბიციების დემონსტრირებით შეიძლება მიიტანონ დიდი შტურმი.

თუ კი რუსეთი ახლა  აგრესიით აღნიშნავს  ამ დღეს, შტურმით და გრანდიოზული სისხლის ღვრით  ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე კარმულ შედეგებს მიიღებს  და ეს კარმული შედეგები აისახება ფინანსურად და მატერიალურად,  რუსეთს კიდევ უფრო მეტ მატერიალურ  გაჭირვებაში ჩააგდებს.

თუ კი რუსეთი გადაწყვეტს, რომ მეტ სისხლს დაღვრის, ამით კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ქვეყნის შიგნით გამოიწვევს ხალხის უკმაყოფილებას“, - განაცხადა დავით  ბუტიკაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს.