კარმული ვალების დაფარვისა და სიცხადის პერიოდი - რას მოუტანს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რეტროგრადული სატურნი 29 ივნისიდან

ჰოროსკოპი

 როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული სატურნის პერიოდში ყველა დაშვებული შეცდომა ირკვევა, არასწორი გათვლები შესამჩნევი ხდება, მჟღავნდება ცრუ განცხადებები და ილუზიებიც საპნის ბუშტებივით იშლება. ეს დრო კარმული ვალების დაფარვას ემსახურება. რეტროგრადული სატურნი თითოეულ ადამიანს აიძულებს, საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობა აიღონ, იყვნენ გულწრფელები და აღარ იცხოვრონ ილუზიებით.

ამავდროულად, ეს პლანეტა ადამიანებს საჭირო ძალასა და სიმამაცეს სძენს, რომ განვითარებასა და ცვლილებებზე იზრუნონ, იპოვონ ნამდვილი მოწოდება და სამყაროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ. ამავე პერიოდში შესაძლოა, ყველა ის ურთიერთობა, კავშირი, რომლებსაც ბზარი გაუჩნდა, საბოლოოდ დაიშალოს.

 პლანეტა სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას 29 ივნისიდან დაიწყებს და 15 ნოემბერს დაასრულებს. ასტროლოგები ხშირად ამბობენ, რომ სატურნი მკაცრ მშობელს ჰგავს, რომელიც მოგვიწოდებს, დავიცვათ წესები, დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ და დავრჩეთ ჩვენი პროექტების ერთგული. ის ცდილობს, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილები გვასწავლოს. 

2024 წელს რეტროგრადული სატურნი თევზების ნიშანში იქნება. თევზები კი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. შესაბამისად, ეს პერიოდი შესაძლოა, ბევრი ადამიანისათვის კიდევ უფრო მეტად მომატებულ ემოციურ მდგომარეობასთან ასოცირდებოდეს. ის არაერთხელ გაჩვენებთ, რომ არა მხოლოდ სხვებზე, საკუთარ თავზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია.,, ვრცლად