,,8 აგვისტოს არის პიკი - შეგიძლია, შენი ცხოვრება შეცვალო რადიკალურად, უკეთესობისკენ!" - რის შესახებ გვაფრთხილებს ასტროლოგი

ლომი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ,,ლომთა კარიბჭის" შესახებ წერს და აგვისტოში, ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერ პერიოდს ასახელებს.

,,(7-8) აგვისტოს თვის ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დღე!
ლომს შეუძლია მზეს თვალი გაუსწოროს, მზე მის თვალებში ცეცხლოვანი სიკაშკაშით აირეკლება.
მაშ ასე, 26 ივლისიდან 12 აგვისტომდე ყოველწლიურად იღება ლომთა კარიბჭე, პიკი, ამ პერიოდში მძლავრი ენერგეტიკული ნაკადის შემოსვლისა არის 8 აგვისტოს.

რატომ ჰქვია ამ დროის ინტერვალს ლომთ კარიბჭე?
დავიწყოთ ეგვიპტიდან... უკავშირებენ ამ ყველაფერს, ფიქსირებულ ვარსკვლავ სირიუსს. ამ ვარსკვლავის გამოჩენა ცის კაბადონზე ემთხვეოდა მდინარე ნილოსის ადიდებას, ამგვარად ძველ ეგვიპტეში სჯეროდათ, რომ სწორედ ის იხსნიდან ხალხს გვალვისგან და შიმშილისგან. ლომის პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი წვიმების სეზონს უკავშირდებოდა.

ლომი ყოველთვის ასოცირდებოდა მზესთან და აღდგომას განასახიერებდა სიმბოლურად.

ახალი წლის დადგომისას ეგვიპტელები ორი მზის ამოსვლას ეგებებოდნენ: ერთი - ჩვენი კაშკაშა ვარსკლვავი- მზე, რომელიც ფარაონის დიდებულებას განასახიერებდა და მეორე - ვარსკვლავი სირიუსი (დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი) ცის კაბადონის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. ახალი წლიდან (26 ივლისიდან) მზესთან ერთად ამობრწყინდება სირიუსის ვარსკვლავიც, (კოსმიური ამოსვლა), ორი კვირის შემდეგ კი, სირიუსი მზის ამოსვლამდე ამოცურდება ცის კაბადონზე (ხდება ვარსკვლავის ჰელიაკალური ამოსვლა).

პერიოდს ამ შორეული, დიდებული ვარსკვლავის კოსმიურ და ჰელიაკალურ ამოსვლას შორის დაარქვეს ლომთა კარიბჭე.

 სირიუსი ეს არის დიდებული ზეციური ქალღმერთი სოპდეტი, იგივე ისიდა, სოტისი, შავი კიბელე, რომლის სადიდებლად ტამპლიერებმა გადმოცემის თანახმად შუასაუკუნეებში ტაძრები ააგებს მთელს ევროპაში. მოგვიანებით კი ქრისტიანულ სამყაროში შეიძლება პარალელებს შეხვდეთ სირიუსსა და ქალწულ მარიამთან, რომელმაც სამყაროს მესია მოუვლინა.

გიზას პირამიდასთან არსებული სფინქსი საუკუნეების განმავლობაში მდუმარედ ინახავს ვარსკვლავების საიდუმლოს.

კარიბჭის გახსნისას, ჩვენი მზე მუდამ სფინქსსა (როგორც ლომის თამნავარსკვლავედის სიმბოლო) და ორიონის თანავარკვლავედს შორის იმყოფება, მისკენაა მიმართული ამ დიდებული არსების მზერა, რომელსაც აქვს ადამიანის თავი და ლომის ტანი. არავისთვის არ არის სიახლე, რომ მთავარი პირამიდები, ორიონის ვარსკვლავური სარტყელის შესაბამისადაა განლაგებული. ორიონს უკავშირებენ ოსირისს, სოტისის მეუღლეს (ძმას) ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავის, სასიცოცხლო ენერგიის ცენტრალური ფიგურის - მზის მამას.
ხვდებით ამ ყველაფერს საით მივყავართ?

ვეცდები კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიო თქვენთვის და ჩვენი ეგვიპტის ტურის ფარგლებში, უკვეე ადგილზე მოგიყვებით ჯადოსნურ ვარსკვლავურ ამბებს.

მოგზაურობა ეგვიპტეში 

„აგვისტოს მართავს ლომი, ეს არის სირიუსის- ქოფაკის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავის თვე, ამიტომ არსებობს მჭიდრო კავშირი სირიუსსა და ლომს შორის. კოსმიური გაგებით ( ჩვენი მზის სისტემისგან დამოუკიდებლად) ლომს მართავს სირიუსი... როდესაც ჩამოყალიბდება და შევა ძალაში ახალი მსოფლიოს რელიგია, აღმოვაჩენთ, რომ მთავარი ყოველთვიური მოვლენა სავსემთვარეობა აგვისტოში, მიეძღვნება იერარქიის დაცვით, სირიუსის ძალასთან კონტაქტის დამყარებას. დროთა განმავლობაში, წლის ყოველი თვე მიეძღვნება (ზუსტი ასტრონიმიული და ასტროლოგიური ცოდნის წყალობით) იმ თანავარსკვლავედს, რომელიც მართავს მოცემულ თვეს, ისე, როგორც სირიუსი მართავს ლომს“. წერს ელის ბეილი. („ ტრაქტატი შვიდი სხივის შესახებ“. ) 

არსებობს ლომთა კარიბჭის შესახებ არსებობს სხვა მოსაზრებებიც.

ძველ ეგვიპტეში მიწისა და მიწისქვეშა საყაროს ღმერთი აკერი განაგებდა, ის იყო მზის კარიბჭის მცველი, გამოისახებოდა ორი ტყუპი ლომის სახით: პირველის სახელია დუაჯი, („გუშინ“) მეორის - სეფერი („ხვალ“) ამიტომ ამ ღვთაებას ეძახდნენ : წინ და უკან მხედველს.

ლომები დგანან ერთმანეთთან ზურგით და მათ შორის არის მზის დისკი.

ანის პაპირუსში ვკითხულობთ კომენტარებს :„ მე მეკუთვნის გუშინდელი და ჩემთვის ცნობილია ხვალინდელი. რა არის ეს? გუშინ - ეს ოსირისია, ხვალ კი - რა.

“„დადგება მომენტი, როდესაც რა და ოსირისი გაერთიანდებიან, შეიყრებიან რა ერთ სამეფო ტახტზე და ეს მოხდება ოსირისის აღდგომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჰორუსი დაამარცხებს სეტს და მერე ყველა სული შეუერთდება მზეს, ცას, რას სამუდამოდ. აღდგომისა და განღმრთობის ფორმულა ეს არის - „რა განისვენებს ოსირისში და ოსირისი განისვენებს რაში“. 

როდესაც გავდივართ ლომთა კარიბჭეს, ჩვენ ვიმყოფებით წარსულსა და მომავალს, გუშინდელსა და დღევანდელს შორის, აღმასვლასა და ჩასვლას, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის, მაგრამ გარდაცვალება მუდამ ახალ სიცოცხლესთანაა კავშირში, ლომი როგორც სულიერი და ფიზიკური ძალის სიმბოლო, ასევე მუდამ კავშირშია სიცოცხლის განახლებასთან. სირიუსიდან შემოსული ენერგიის ნაკადი ერთგვარი ინფორმაციული გადატვირთვაა, ის არ შეიძლება იყოს გამანადგურებელი. ელენა ბლავაცკაია წერდა, რომ სირიუსზე იმყოფება ჩვენი კარმის მეუფე. სირიუსის ჰელიაკალური ამოსვლა ფიქსირდება გიზის დროის შესაბამისად (საქართველოს დროს 1 სთ-ით ჩამორჩება ).

სწორედ ეს წერტილი ითვლება ერთ-ერთ ავატარის კარიბჭედ, რომლის შესახებაც წინა პოსტში გესაუბრეთ (ავატარის კარიბჭეები).

გარდა ამისა, ლომის მე 15 გრადუსი, ანუ 7-8 აგვისტო უკავშირდება წარმართულ კელტურ ზეიმს ლუგნასადს - „ლუგის ქორწილი“, ლუგი(თარგმ: ბრწყინვალე) ეს არის სინათლის ღვთაება(ტრიქსტერის ბუნება აქვს), წლის 4 (ბორბალი) მნიშვნელოვანი დღესასწაულიდან ერთ-ერთი, პირველი მოსავლის დღესასწაული, შემოდგომის დადგომის დღე, მოცვის ღვეზელებს აცხობდნენ ამ დღეს.

სლავურ ტრადიციაშიც ცნობილია ეს დღე სხვადასხვა სახელით. ამ დღეს აქტიურად ატარებდნენ სხვადასხვა რიტუალებს და თვლიდნენ, რომ ძალიან ეფექტურია მომავლის განჭვრეტა. 

და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, განეწყვე, რომ ხვალ, შენ შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო რადიკალურად, უკეთესობისკენ! მოძებნე ორი ლომის უახლოესი ქანდაკება, დადექი მათ შორის, დახუჭე თვალები და... სამყარო გისმენთ... ყველაფერი გისმენთ... 8 აგვისტოდან", - წერს ქეთი ოდიშელი.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვითარება სტიქიის ზონაში - ინფორმაცია და კადრები

,,მზე, სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა..." - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

სად გაითიშება შუქი 8 აგვისტოს - ქუჩების ჩამონათვალი