1698406900
ვატო შაქარიშვილი: ცხადია, 12-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი ვერ იქნება იმ ფსიქოლოგიური სტრესის კომპენსაცია, რაც მარიამ ლაშხის მცირეწლოვან შვილებს მიაყენეს - საჩივარი იყო მცდელობა, დაეცვა სხვები და სხვისი შვილები

ცხადია, 12-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი ვერ იქნება იმ ფსიქოლოგიური სტრესის კომპენსაცია, რაც მარიამ ლაშხის მცირეწლოვან შვილებს მიაყენეს. მარიამის მხრიდან საჩივარიც იყო მცდელობა, დაეცვა სხვები და სხვისი შვილები, რომ თანამედროვე შიგ ევროპელმა ჰუნვეიბინებმა აღარ გაბედონ ასეთი ამორალური თავდასხმები, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩებოდა, ნაც-აქტივისტების მხრიდან საჯარო მოხელეებზე თუ საზოგადოების სხვა წევრებზე ამორალური თავდასხმები, რამაც დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა და ამ ყველაფრის უკან მდგომ უცხოურ ძალებს მადაც გაუზარდა.
„ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ევრო-ამერიკულმა ფონდებმა გაზარდეს ამ მიმართულებით დაფინანსება, განცხადებებით ახალისებდნენ ოჯახებში მივარდნას, ქუჩებში გინებას, შეურაცხყოფას და ამ ყველაფერს „გამოხატვის თავისუფლებად“ ნათლავდნენ. ამის პარალელურად აღნიშნული ჯგუფები ორგანიზებულად აწარმოებდნენ ფსიქოლოგიურ ტერორს სოციალური ქსელების გამოყენებით, ასაჯაროებდნენ კონკრეტული მოხელეების მისამართებს და სხვა პირად ინფორმაციებს.
მთელი ეს პროცესი ემსახურება ერთ მიზანს, რომ რამენაირად მოხერხდეს დაპირისპირების გაღვივება, რასაც როგორც შანსს ხედავენ, იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყანაში სტაბილურობა, მიიღონ არეულობა და ამ გზით მაინც მოახერხონ ხელისუფლების შეცვლა.
ისტერია, რაც მათ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესების დაწყებამ გამოიწვია, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მათი „ევროპისკენ მისწრაფება“ დიდი ტყუილია, რადგან სწორედ ევროპული, დასავლური პრაქტიკაა, ამგვარ ქმედებებზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. მაგალითად, The Times-ის ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს ბრიტანეთში 12.183 მოქალაქე(დღეში საშუალოდ 33!) გაასამართლეს და მათ შორის ნაწილს, 6 თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტების გამო. დიდ ბრიტანეთში საკითხს არეგულირებს კომუნიკაციების კანონის 127-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დანაშაულად ითვლება შეურაცხმყოფელი, უცენზურო, უხამსი ან მუქარის შემცველი ტექსტების გაგზავნა/გამოქვეყნება საჯარო ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების გამოყენებით.
ასეა, თვითონ უნდათ გამჭვირვალობაც, უსაფრთხოებაც, კეთილდღეობაც, სტანდარტების დაცვა მედიასა თუ საზოგადოებაში... ის შეურაცხყოფა, რაც დასჯადია გერმანიაში, საფრანგეთსა თუ ბრიტანეთში, ჩვენ ქართველებს საამურ სიმღერად უნდა ჩაგვესმოდეს… ეს არის მათი დამოკიდებულება ყველაფერში, რაც ჯოზეფ ბორელმა ერთ წინადადებაში გამოხატა, როდესაც თქვა: „ევროპა, აყვავებული ბაღია და ყველაფერი დანარჩენი ჯუნგლები”…
ცხადია„ 12-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი ვერ იქნება იმ ფსიქოლოგიური სტრესის კომპენსაცია, რაც მარიამ ლაშხის მცირეწლოვან შვილებს მიაყენეს. მარიამის მხრიდან საჩივარიც იყო მცდელობა, დაეცვა სხვები და სხვისი შვილები, რომ თანამედროვე შიგ ევროპელმა ჰუნვეიბინებმა აღარ გაბედონ ასეთი ამორალური თავდასხმები. მათ არ აჩერებს არც მორალი, არც ეთიკა, არც მიმტევებლობა, აუცილებელია მათ ყოველ ასეთ გამოხტომაზე მკაცრი სამართლებრივი რეაგირება, არა ერთჯერადად, არამედ სისტემურად და თუ ადმინისტრაციული ზომები ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, შესაძლოა კანონის გამკაცრება და სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობის დაწესება.
იხილეთ ევროპული პრაქტიკა:🇩🇪 გერმანია - კრიმინალური პასუხისმგებლობა (StGB §§185–187) + NetzDG კანონი ჯარიმები, 1-5 წლამდე პატიმრობა🇫🇷 საფრანგეთი - კრიმინალური კოდექსი (injure, diffamation, cyberharcèlement) 1 წლამდე პატიმრობა + €15 000 ჯარიმა🇮🇹 იტალია - ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ჯარიმები ან პატიმრობა (განსაზღვრული პირობებით)🇪🇸 ესპანეთი - სისხლის სამართლის კოდექსი: Art. 208–210 (injurias y calumnias) ჯარიმები ან პატიმრობა 6 თვემდე🇵🇱 პოლონეთი - Art. 216 Penal Code – საჯარო შეურაცხყოფა, მათ შორის ინტერნეტით ჯარიმა ან პატიმრობა 1 წლამდე🇳🇱 ნიდერლანდები - ცილისწამება და შეურაცხყოფა კრიმინალურია ჯარიმები ან 6 თვემდე პატიმრობა🇸🇪 შვედეთი - “გადაჭარბებული შეურაცხყოფა” დასჯადია (förtal, grovt förtal) ჯარიმები ან პატიმრობა 2 წლამდე🇫🇮 ფინეთი - Online ბულინგი და ჰარასმენტი შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულადპატიმრობა ან პირობითი სასჯელი🇩🇰 დანია - ცილისწამება/შეურაცხყოფა – სისხლის სამართლის დანაშაულია პატიმრობა ან ჯარიმები🇧🇪 ბელგია - Hate speech და ბულინგი ინტერნეტში დასჯადია 6 თვემდე პატიმრობა ან ჯარიმები🇦🇹 ავსტრია - Online ბულინგი ("Cybermobbing") და ცილისწამება სისხლის სამართლის კოდექსით 1 წლამდე პატიმრობა🇨🇿 ჩეხეთი - ცილისწამება და ონლაინ ჰარასმენტი სისხლის სამართლის დანაშაულია, 1 წლამდე პატიმრობა🇸🇰 სლოვაკეთი - საჯარო შეურაცხყოფა და ცილისწამება დასჯადია, 2 წლამდე პატიმრობა🇸🇮 სლოვენია - Hate speech და defamation საჯაროდ დასჯადია, ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა🇭🇷 ხორვატია - ცილისწამება და ბულინგი ინტერნეტით დასჯადია, პატიმრობა ან პირობითი სასჯელი🇬🇷 საბერძნეთი - Penal Code Articles 361-367 – პირადი შეურაცხყოფა, ცილისწამება, პატიმრობა ან ჯარიმა“, - წერს ვატო შაქარიშვილი.