28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 28-29-ე დღე. პრობლემები ყველა მხრიდან შემოგიტევთ. საბედნიეროდ, მაღალია ალბათობა, წაუგებლად გადავჭრათ თითოეული მათგანი. გახსოვდეთ, წარმატებას მიაღწევთ, თუ ძალების კონცენტრირებას შეძლებთ. ღელვა მთელი დღის განმავლობაში არ დაგტოვებთ. კარგია ახლობელ ადამიანებთან საუბარი. ასევე, დაგეხმარებათ გვირილის ჩაი. დღის განმავლობაში, ბევრი სამუშაო იქნება, როგორც ფიზიკური და ისე გონებრივი. ამიტომ, სრული მზადყოფნაა საჭირო. საღამო ცეცხლოვანი იქნება.

მთავარია, იყოთ მხიარულ და ხმაურიან ადგილას, სადაც მოახერხებთ აქტიურ დასვენებას. 

ვერძი

შეეცადეთ, მოაგვაროთ ყველა პრობლემური საკითხი, იპოვოთ გზები და მეთოდები კონფლიქტის აღმოსაფხვრელად .

კურო

დაეყრდენით საკუთარ ძალებს, ნუ ენდობით სხვებს, შესაძლოა, თავისი მიზნებისთვის გამოგიყენონ და შემდეგ განზე გადგნენ. თუ გონივრულად და დამოუკიდებლად იმოქმედებთ, წარმატების შანსები დიდია.

ტყუპები

სიურპრიზებით აღსავსე დღეა, გაუთვალისწინებელი მოვლენები დიდ აღმაფრენას და დადებით ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი

ურთიერთობების მოგვარების კუთხით, ხელსაყრელი დღე არ არის, შესაძლოა, გართულდეს სადავო საკითხები ან ბიზნესპარტნიორებთან ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი. ემოციების სწორად მართვის შემთხვევაში, ყველა პრობლემას წარმატებით გადაჭრით.

ლომი

საქმიანი პროექტების, ოჯახური ან საყოფაცხოვრებო საკითხების გამო, მოსალოდნელია ფინანსური დანახარჯები, თუმცა, შეშფოთების მიზეზი არ გექნებათ, ელოდეთ სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს.

ქალწული

ბედს ნუ გაანაწყენებთ, ყველაფერს ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ, სამყარო სწყალობს იმედით აღსავსე ადამიანებს! გაბედულად იმოქმედეთ და იყავით თავდაჯერებული.

სასწორი

საყოფაცხოვრებო პრობლემებს ნათესავებისა და ახლობლების დახმარებით მოაგვარებთ, სასურველია, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ მოქმედების გეგმა და მიზანმიმართულად იმოქმედოთ.

მორიელი

სამსახურეობრივი საქმეები მეტად გამაღიზიანებელი იქნება, ახლა სჯობს, პირად საქმეებს დროულად მიხედოთ და დაისვენოთ.

მშვილდოსანი

მოგიწევთ გარკვეულობა შეიტანოთ ურთიერთობებში. შინ თუ გარეთ, ცილს ნურავის დასწამებთ და ნურავის დაადანაშაულებთ. ახლა სჯობს, დათმობაზე წახვიდეთ, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.

თხის რქა

სტრესისა და მისგან გამოწვეული ენერგიის დეფიციტის ასაცილებლად, ისწავლეთ საქმეების დროულად დასრულება და უარი თქვით გვიანობამდე გონებრივ სამუშაოზე .

მერწყული

დღეს პოზიტიური ცვლილებების დღეა, თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით გონივრული ქმედებით, მოხერხებულობით და ახლობელთა მხარდაჭერით.

თევზები

დღეს შესაძლოა, ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდეთ. რომანტიკული ურთიერთობა ცხოვრების ერთფეროვან დღეებს გაგიფერადებთ.