27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

შეხვდით ცვლილებებს ოპტიმიზმით. ვერძების უმეტესობას, ვარსკვლავები ენერგიითა და შრომისუნარიანობით აავსებენ, თქვენთვის სასიკეთო კვირა იწყება. დღეს კი აქტიურად დაისვენეთ.

კურო

შესაძლოა, ისეთი სიტუაციის პირისპირ აღმოჩნდეთ, როდესაც თქვენი სიმართლე და პირდაპირობა ზიანის მომტანია. უმჯობესი იქნება, ენას კბილი დააჭიროთ და არ გაამხილოთ თქვენი გეგმები.

ტყუპები

კარგია უძრავ ქონებასთან, საოჯახო თემებთან, ბინის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და სხვა საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება. საღამოს აქტიურად დაისვენეთ, წინ მნიშვნელოვანი კვირაა.

კირჩხიბი

ყველაფერი სასიკეთოდ ვითარდება, ფორტუნა თქვენს მხარესაა, მატულობს იღბლიანობა, იაქტიურეთ და გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული მშვენიერი შანსები.

ლომი

დიდია ტყუილებისა და თაღლითობის ალბათობა, ვიღაც ეცდება თქვენს გაცურებას, თუმცა, საპასუხოდ იმაზე მტკივნეულ დარტყმას მიიღებენ ვიდრე წარმოუდგენიათ, ყველაფერს ტაქტიანად და ღირსეულად გაუმკლავდებით, თუმცა, არ დაივიწყოთ , რომ უქმე დღეა და დასვენება აუცილებელია, თუნდაც, მცირე ხნით.

ქალწული

დაკავდით თქვენი სივრცის მოწესრიგებით, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ზოგადად, ოჯახური ატმოსფერო ახლა თქვენზე სასიკეთოდ აისახება. წინ რთული კვირაა, ამიტომ, განიტვირთეთ.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებისგან შემოსულ ინფორმაციას, რა აბსურდულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ის. დღეს მოგებიანია სისხარტე და მოქნილობა, დიდხანს ფიქრით მნიშვნელოვან შანსებს გაუშვებთ ხელიდან. საღამოს აქტიური დასვენება აუცილებელია.

მორიელი

შესაძლოა, წარსულის აჩრდილებს გადაეყაროთ, რაც თქვენთვის საკმაოდ მტკივნეული იქნება და თავი შესაძლოა, უსუსურ ადამიანადაც კი იგრძნოთ, სამყარო ამით თითქოს რაღაცას გახსენებთ, თქვენს გონიერებაზეა დამოკიდებული შემდგომი ქმედებები. 

მშვილდოსანი

ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევით, თქვენი შარმით არაერთ საკითხს წარმატებით დაასრულებთ, თუმცა, ეს არ უნდა გახდეს თქვენი საყვარელი ადამიანის ეჭვიანობის მიზეზი. დღეს საღამოს განტვირთვა აუცილებელია.

თხის რქა

შეინარჩუნეთ ზომიერება პირად ურთიერთობებში. იყავით წინდახედული შენაძენის გაკეთებისას. ეცადეთ, თვალი გაუსწოროთ რეალობას და მოიქცეთ გარემოების ადეკვატურად.

მერწყული

იყავით გულწრფელი და მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ინტუიცია დღეს თქვენი მოკავშირეა. ნებისმიერი წამოწყება თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. წინ რთული კვირაა, ამიტომ, დაისვენეთ.

თევზები

ნუ შეეჭიდებით ისეთ საქმეს, რაც თქვენს ძალებს აღემატება. ნებისმიერ საკითხში, გქონდეთ გამოცდილი მეგობრების მხარდაჭერის იმედი და ყველა სირთულეს ღირსეულად გაართმევთ თავს.