25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 25-26-ე დღე. კომუნიკაცია სახალისო იქნება. უბრალოდ, სასაუბრო თემები ფრთხილად შეარჩიეთ.  აუცილებელია კომპრომისების ძიება. ნუ ითამაშებთ სხვების ემოციებით, ეს ახლა ძალიან სახიფათოა. ერიდეთ თანხის უკონტროლო ხარჯვას.

საღამო, უბრალოდ, გასაოცარი იქნება, თუ "წესების დაცვით" იმოქმედებთ - აუცილებლად, სასიამოვნოდ გაოცებული და კმაყოფილი იქნებით.

ვერძი

შესაძლოა, დროებით დაიკავოთ/ შეითავსოთ პოზიცია, ან მოგიწიოთ ისეთი საქმის კეთება, რომლის გამოცდილებაც არ გაქვთ. მიუხედავად სიახლისა, ყველაფერს მშვენივრად გაართმევთ თავს.

კურო

გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოგიწიოთ გეგმებისა და განრიგის შეცვლა, დაახარისხეთ საქმეები და იყავით დროში მეტად მოქნილი.

ტყუპები

სამსახური მოიცდის, ახლა სასურველია, მოინახულოთ ახლობელი ადამიანები, მშობლები თუ ისინი თქვენგან მოშორებით ცხოვრობენ, ნუ დაიშურებთ მათ მიმართ სიყვარულს.

კირჩხიბი

დიდად სასიკეთო იქნება, საქმიანი შეხვედრა, შესაძლოა, დღეს არაერთი საინტერესო რამ მოხდეს, არც პატარა თავგადასავლებია გამორიცხული.

ლომი

მოულოდნელი, მეტად სასიამოვნო სიურპრიზები და სიტუაციები დიდ შემოსავლებსა და ცხოვრებისეულ ცვლილებებსაც მოგიტანთ.

ქალწული

თავს ყველგან კომფორტულად იგრძნობთ, მხიარული შეხვედრებისა და ღონისძიებების დროა, ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ ვითარდება.

სასწორი

ამ ეტაპზე, ფინანსების თემა ძალიან აქტუალურია. ფრთხილად კანონთან და სამართალდამცველებთან, ყურადღება გამოიჩინეთ დეტალების მიმართ, იმყოფინეთ ის, რაც გაქვთ.

მორიელი

ამოქმედდით, ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ გამოხვიდეთ შექმნილი რთული სიტუაციიდან. მეტად ენდეთ საკუთარ თავს.

მშვილდოსანი

რაღაც ახლისა და განსხვავებულის წინაშე აღმოჩნდებით. თქვენი მთავარი ამოცანაა, გადადგათ პირველი ნაბიჯი, დაიწყოთ საუბარი. 

თხის რქა

იყავით ფრთხილი და მოთმინება გამოიჩინეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ მგზავრობას, გზებზე მეტად მოწესრიგებული იყავით, როგორც მართვისას, ასევე, გზაზე ფეხით მოძრაობისას.

მერწყული

მოსალოდნელია, გარკვეული სირთულეები და უთანხმოებების გამწვავება. წამიერი სისუსტის გამო, წყალში ნუ გადაყრით მრავალწლიან ურთიერთობებსა და კავშირებს.

თევზები

კონფლიქტური სიტუაციისას, ნუ აარიდებთ თავს სიტუაციის ბოლომდე გარკვევას, ახლა აუცილებელია, თქვენი პოზიცია სწორად დააფიქსიროთ. კონსტრუქციული საუბარი ყველაფერს მოაგვარებს. გახსოვდეთ, რომ სიმართლე, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ყოველთვის სჯობს ტყუილს.