21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი ჩანაფიქრი ნელ-ნელა რეალიზებას იწყებს, ნუ გაუსწრებთ წინ მოვლენებს და ფრთხილად იყავით, კულუარული მითქმა-მოთქმის საგანი რომ არ გახდეთ.

კურო

მასშტაბურ ცვლილებებს ნუ ელოდებით, თუ რაიმე საქმის წამოწყებას აპირებთ, რჩევა კომპეტენტურ პირებს ჰკითხეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის აზრი მოისმინეთ და შემდეგ იმოქმედეთ ისე, როგორც ინტუიცია გიკარნახებთ.

ტყუპები

შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციებმა იჩინოს თავი, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ნუ ეცდებით თქვენს საქმეებში სხვების ჩარევას. ორგანიზებულად და ფრთხილად მართეთ პროცესები.

კირჩხიბი

მოიკრიბეთ ძალები და მონდომებით იმუშავეთ, ახლა კარგი დროა, შექმნათ ბაზისი მომავალი კარიერული წარმატებისთვის.

ლომი

კარგი იქნება, თუ ემოციურად მეტად დაისვენებთ, თუ საჭიროა, შეცვალეთ გარემო, მთავარია, იმოქმედოთ სუფთა სინდისით და ყურადღება გაამახვილოთ იმ პერსპექტივებზე , რასაც მოვლენები გიკარნახებთ.

ქალწული

ნუ იზარმაცებთ და გულმოდგინედ შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები, რათა თავიდან აიცილოთ საყვედურები. აქცენტი გააკეთეთ გონებასა და ლოგიკაზე და არა ემოციებზე.

სასწორი

სამუშაოს შესრულებისას, ყურადღება გაამახვილეთ ალტერნატიული მეთოდების გამოყენებაზე და არც თქვენი გამოცდილება დაივიწყოთ.

მორიელი

შესაძლოა, დღეს დახმარებისთვის, ან რჩევისთვის მოგმართონ. კარგი იქნება , თუ სწორად გადაანაწილებთ თქვენს ძალებს, სათანადო დროს დაუთმობთ მათ და არც თქვენს საქმეს დააზარალებთ.

მშვილდოსანი

მოგვიანებით, მეტი შანსები გექნებათ თქვენი გეგმების განსახორციელებლად. იმოქმედეთ თავშეკავებით, დაზოგეთ თქვენი რესურსები და არ დაუშვათ კონფლიქტური სიტუაცია.

თხის რქა

ახლა ვნებებს აყოლა კარგს არაფერს მოგიტანთ, მათ ვისაც ოჯახი გყავთ, მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, ასევე, კარგი იქნება, თუ გარკვეულ კორექტივებს შეიტანთ თქვენს ცხოვრებაში.

მერწყული

ახლა თქვენ იდეალური დისციპლინა გესაჭიროებათ, რათა მოასწროთ ყველა საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულება.

თევზები

კარგი პერიოდია პრიორიტეტების დასალაგებლად, ახლა შესაძლებლობა გაქვთ, გაერკვეთ თქვენს თავსა და მიმდინარე მოვლენებში. 

ასევე ნახეთ:

საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ! საცურაოდ აკრძალული ზონები, რომელიც საფრთხეა მოქალაქეებისთვის - რას ამბობს ალეკო ცქიტიშვილი

„ბავშვი შოკურ მდგომარეობაში მივიყვანეთ კლინიკაში, 22 დღე რეანიმაციაში გავატარეთ“ - რა შეემთხვა მარიკო ებრალიძის შვილს

„სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო...“ - ვინ იყო რეალური ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა "შეაქმნევინა"