1753907905
2024 წელი პლანეტა სატურნის კარმული წელია - თქვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უახლოეს მომავალში უკან დაგიბრუნდებათ

2024 წელი პლანეტა სატურნის კარმული წელია. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ წელს ადამიანები ზუსტად იმას მიიღებენ, რასაც იმსახურებენ. პლანეტა სატურნი კარმის სიმბოლოდ ითვლება და 2024 წელი სწორედ ამით იქნება გამორჩეული. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უახლოეს მომავალში თავს შეგახსენებთ და უკან დაგიბრუნდებათ - კარგიც და ცუდიც.
2024 წელს საკუთარი თავისა და სინდისის ღალატს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. თუკი თქვენს ღირებულებებსა და ფასეულობებს მოკლევადიანი სიამოვნებისთვის გაწირავთ, დიდი ალბათობით შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო იქნებით და ჩადენილ საქციელს ინანებთ.
სატურნი, როგორც 2024 წლის მმართველი, ადამიანების ჩამოყალიბებასა და მათი ქცევების შეცვლაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, დიდი შანსია, რომ ამ წელს რადიკალური და გრანდიოზული ცვლილებები დაგეგმოთ, გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდოდათ, თქვენი თავის განსხვავებული ვერსია შექმნათ, გარდაქმნათ ფიზიკურადაც და ემოციურადაც.
პლანეტა სატურნი „ვარდისფერი სათვალისაგანაც" გაგათავისუფლებთ. ეს წელი თქვენთვის სიცხადის პერიოდი იქნება, როცა არსებულ და წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს, ადამიანებს კიდევ ერთხელ გადახედავთ და მიხვდებით, ვინ იმსახურებს რეალურად თქვენ გვერდით ყოფნას და ვინ - არა. შესაძლოა, ისეთ ადამიანებთან დამშვიდობებამაც კი მოგიწიოთ, რომლებზეც მსგავს რამეს ვერ წარმოიდგენდით. ამის გამო კი იმედგაცრუებას იგრძნობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ირგვლივ ნამდვილი ადამიანები გვყავდეს და რაც უფრო სწრაფად გამოვავლენთ მოჩვენებით მეგობრებსა და ყალბ გულშემატკივრებს, ჩვენი ცხოვრებისათვის უკეთესი იქნება... ვრცლად..
ასევე ნახეთ:

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1753906597