„პოლიციამ ახალშობილის ნეშტები ცხოველების კონტეინერებსა და წვენის კოლოფებში აღმოაჩინა“ - ექიმის საქმე, რომელსაც უვადო პატიმრობა მიესაჯა

მკვლელი ექიმი

2010 წელს, დასავლეთ ფილადელფიაში ექიმ კერმიტ გოსნელის კლინიკაში ჩატარებულმა გამოძიებამ მსოფლიო აალაპარაკა. დადგინდა რომ ექიმი და მისი თანამშრომლები გარეული იყვნენ უკანონო საქმიანობაში  - გვიანი პერიოდის აბორტების გაკეთებსა და ახალდაბადებულ ბავშვებსაც კლავდნენ.

ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ფედერალურმა ბიურომ კლინიკაში გამოძიება ჩაატარა. გამოძიება ეხებოდა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ფაქტს. თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს შოკისმომგვრელი სურათი დახვდათ.

რძის ბოთლებში, კატის საჭმელის კონტეინერებსა და წვენის კოლოფებში ახალშობილის ნეშტები იყო ჩაყრილი. გოსნელის კლინიკიდან 45 ნაყოფის ნარჩენები ამოიღეს, რომელთაგან სამი სიცოცხლისუნარიანი იყო.

ოთახებში იყო ანტისანიტარია. იქვე ელაგა ბინძური ხელსაწყოები, ნარჩენებისაგან სავსე მაცივრები, ოთახში იყო მოწყობილი „ლაბორატორია“, სადაც ჩანდა, რომ ახალშობილებს ცოცხლებს კლავდნენ.

გოსნელის თანამშრომლებმა პოლიციას ჩვენება მისცეს. პერსონალმა აღიარა, რომ ექიმის მითითებით ასობით ახალშობილი მოკლეს, ცოცხლად დაბადების შემდეგ კი მათ ზურგის ტვინი მაკრატლით გაუჭრეს.

კლინიკაში მისულ ქალებს პროცედურების დროს ასევე ბინძურ გარემოში უტარებდნენ. გარდა ამისა, ეს ქალები იძულებული იყვნენ დაქვემდებარებოდნენ არაპროფესიონალ პერსონალს.

კერმიტ გოსნელი საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს რვა მკვლელობაში, ასევე პაციენტის, 41 წლის ლტოლვილი ქალის, კარნამაია მონგარის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში, რომელიც გარდაიცვალა გამაყუჩებელი საშუალებების სასიკვდილო დოზის მიღების შედეგად.

მკვლელობაში ბრალდებულ ექიმს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე და დღემდე ციხეში რჩება.