13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გადადებთ პირად საკითხებს, რათა ხელიდან არ გაუშვათ კარგი შანსი. დღეს საშუალება გაქვთ, აირჩიოთ ყველაზე სასარგებლო და პერსპექტიული. დღის პირველ ნახევარი კი , ვერძთა უმეტესობისთვის, წარმატებული იქნება სამსახურებრივი კუთხით.

კურო

მბრძანებლური ტონი ჩაანაცვლეთ გაწონასწორებულით და დემოკრატიული პრინციპებით იმოქმედეთ. სასიკეთოა უძრავი ქონების თემებზე მუშაობა, ან ღირებული მნიშვნელოვანი ნივთების შეძენა.

ტყუპები

არის ალბათობა, ემოციებმა და წყენამ ხელი შეგიშალოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მეტ სარგებელს მოგიტანთ და ოჯახური პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, შეამცირეთ კონტაქტები და შეეცადეთ, არ დაუპირისპირდეთ სხვების ინტერესებს. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ იურიდიული და სხვა დოკუმენტების მიმართ.

ლომი

კარგი დღეა, თუმცა, ბევრი ლომისთვის, ერთფეროვნება მეტად მოსაწყენი და დამღლელია. სიახლეები და მხიარულება გწყურიათ. იზრუნეთ დღის გაფერადებაზე, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

ქალწული

სასიამოვნო პირადი სიახლეები გელით, თუმცა, არც საქმიანი თუ შემოქმედებითი ამოცანების ნაკლებობაა. არც თუ მარტივი მოვლენების ლაბირინთში სწორ გზას იპოვით წარმატებისკენ.

სასწორი

დღეს აუცილებელია, სულიერი წონასწორობა და სიმშვიდე დაიცვათ. შესაძლოა, კანთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სხვადასხვა პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებების მიმართ.

მორიელი

ყველა საქმეს იოლად გაუმკლავდებით და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიიღებთ თქვენი შრომისმოყვარეობითა და ძალისხმევით. მთავარია, ემოციები გააკონტროლოთ.

მშვილდოსანი

მიუხედავად რთული გრაფიკისა, შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ მკვეთრად შეცვალოთ ცხოვრების სტილი, მოინახულოთ მივიწყებული ადგილები და დიდი ხნის უნახავი მეგობრები. რადიკალური გადაწყვეტილებების დრო არაა, განტვირთვა კი ახლა ძალიან გჭირდებათ.

თხის რქა

დღეს შესაძლოა, იღბლიანი შემთხვევითობით, მეტად საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, ეს ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. წარმატება გელით სამსახურებრივ საკითხებში.

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფნი დაძაბულობას იწვევენ, თქვენ შეძლებთ იპოვოთ საერთო ინტერესები, შეცვალოთ მიდგომები და მეტი პოზიტივი შეიტანოთ ურთიერთობებში.

თევზები

პატივი ეცით სხვების მოსაზრებებს და ნუ შეეცდებით, თავს მოახვიოთ ვინმეს თქვენი შეხედულებები. იყავით ბუნებრივი თქვენს სიტყვებსა და ქმედებებში. ურთიერთობებში შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა.

ასევე ნახეთ:

ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი ახალ წელს ბედს შეხვდება

დასახელდა ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც ამ თვეში გამდიდრდება