1745061138
„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - პროექტის საგაზაფხულო ფაზა ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატით გაიხსნა

„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - პროექტის საგაზაფხულო ფაზა ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატით გაიხსნა. საქართველოს პირველობაზე აფხაზეთის ომის გმირის, თემო სახოკიას სახელობის გარდამავალი თასი გათამაშდა. ტურნირში მონაწილეობდნენ ომსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები, ონკო საზოგადოების წარმომადგენლები, პარა სპორტსმენები.
პირველი ადგილი გორის ხუთეულმა დაიკავა, ხოლო მეორე-მესამე პოზიციები ქუთაისისა და გორის გუნდებმა გადაინაწილეს. ღონისძიება „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, ადგილობრივ მერიებთან თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან პარტნიორობით ჩატარდა.