ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა
1780297007
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
2026 წლის ივნისის საგამოცდო სესიაზე კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ შეუძლიათ - https://bit.ly/43CFpIc.
რეგისტრაციის პროცესში კანდიდატმა უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.თუ აპლიკანტს აღნიშნული დოკუმენტები არ აქვს, აუცილებელია „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“ ატვირთოს.
რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც კანდიდატი ცენტრისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს. გამოცდის განრიგი ელექტრონულ ფოსტაზე სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში გაიგზავნება.
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას წელიწადში სამჯერ - მარტში, ივნისსა და დეკემბერში უზრუნველყოფს.