საყურადღებო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

აბიტუერიენტი

edu.aris.ge - აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი:

ერთიანი ეროვნული გამოცდების დანიშნულება არის საგნობრივი და ზოგადი უნარების ტესტების შედეგებზე დაყრდნობით, ინსტიტუციურ დონეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

კერძოდ, უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა —პოტენციურად საუკეთესო სტუდენტთა (მერიტოკრატიული) შერჩევა და მათი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება (დეტალებისთვის იხილეთ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი აბიტურიენტებისათვის).

საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდების ადმინისტრირება შერეული ფორმატით ხორციელდება; აბიტურიენტი ტესტის დავალებებს ელექტრონულ ფორმატში, კომპიუტერის ეკრანზე კითხულობს, ხოლო პასუხს ნაბეჭდ ბუკლეტში წერილობით სცემს.

თუ რომელიმე გამოცდაზე დარეგისტრირებულია იმდენად ბევრი აბიტურიენტი, რომ საგამოცდო ცენტრში ერთსა და იმავე დღეს მათი ერთდროულად გამოცდა ფიზიკურად ვერ ხერხდება, გამოიყენება ტესტის სხვადასხვა ვარიანტი.

კონკრეტულ საგანში ტესტის ერთი ვარიანტი წარმოადგენს დავალებათა კრებულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრული შინაარსობრივი/კოგნიტური (დეტალებისათვის იხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და 2022 წლის საგამოცდო პროგრამები), სტატისტიკური მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების მიხედვით არის შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ 2 ტესტის სხვადასხვა ვარიანტი შინაარსობრივი და კოგნიტური თვალსაზრისით
ერთგვაროვანია, მათ შორის სირთულის თვალსაზრისით შესაძლებელია მაინც არსებობდეს მცირე განსხვავება. ამიტომ სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ნედლი ქულების პირდაპირი შედარება არასამართლიანი და არასწორი პრაქტიკა იქნებოდა, რასაც საქართველოში თუ მის გარეთ ცენტრის ფუნქციების მქონე არც ერთი ორგანიზაცია არ იზიარებს. ამიტომ აუცილებელია აბიტურიენტების მიერ ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ნედლი ქულების ურთიერთშესაბამება (გაიგივება) და გაიგივებული ქულების გათანაბრება. მეორე მხრივ, სხვადასხვა საგნის ტესტი შესაბამის სკალაზე სხვადასხვა შინაარსსა და კოგნიტურ უნარებს ზომავს. შესაბამისად, აუცილებელია სხვადასხვა საგნის ტესტში მიღებული გათანაბრებული ქულების ერთიან სკალაზე განთავსება (სკალირება).
მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი (სკალირებული) ქულების შეწონილი
საშუალოს გამოთვლა გრანტების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად
(დეტალებისთვის იხილეთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი).

  1. გათანაბრებისა და სკალირების დიზანი და მეთოდოლოგია ერთსა და იმავე საგანში საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტის არსებობის შემთხვევაში, თითოეული აბიტურიენტი ტესტის მხოლოდ ერთ ვარიანტს წერს. ამასთან, ტესტის სხვადასხვა ვარიანტში დავალებები არ მეორდება. შესაბამისად, ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ნედლი ქულების გაიგივებისთვის მონაცემთა შეგროვების სტრატეგია ეფუძნება შემთხვევითი ჯგუფების დიზაინს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, მოცემულ საგნობრივ ტესტში არსებობს ორი ვარიანტი — 𝒜 და
  2. 𝓑, ამ საგანში რეგისტირერებული აბიტურიენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
    დაიყოფიან ორ ჯგუფად. აბიტურიენტებს პირველ ჯგუფში ეძლევათ ვარიანტი 𝒜 , ხოლო
    აბიტურიენტებს მეორე ჯგუფში - ვარიანტი 𝓑.
    მოცემულ საგანში ტესტის სხვადასხვა ვარიანტის ნედლი ქულების ტოლპროცენტულ რანგებზე დაფუძნებული ქულების გათანაბრებისა და სხვადასხვა საგნის
    ტესტებში მიღებული გათანაბრებული ქულების სკალირების ქვემოთ აღწერილი
    სტატისტიკური მეთოდოლოგია და პროცედურები ტესტირების საერთაშორისო
    პრაქტიკაში ფართოდ არის გავრცელებული. ისინი ეფუძნება ბოლო კვლევებს, ასევე
    სხვადასხვა წლებში ცენტრის შესაბამისი პერსონალისთვის, კერძოდ, ფსიქომეტრიკის
    ჯგუფის წევრებისთვის, საერთაშორისო ექსპერტებისგან1 მიღებულ რჩევებსა და
    რეკომენდაციებს.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის საფეხურები
ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების გამოთვლა შემდეგი
ორი საფეხურისაგან შედგება:


2.1 პირველი საფეხური - ერთი საგამოცდო საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტების მიერ მიღებულ ნედლ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენა (გაიგივება) და გაიგივებული ქულების გათანაბრება; ეს საფეხური მხოლოდ მაშინ 1 მათ შორის, ისეთი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების, როგორებიც არის CITO,
Education Testing Service (ETS).

3
არის საჭირო, როდესაც ერთსა და იმავე საგანში ტესტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

2.2 მეორე საფეხური – თითოეულ საგამოცდო საგანში გათანაბრებული ქულების
სტანდარტიზება და ერთიან სკალაზე განთავსება.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: