სასწავლო პროცესი აღდგება მას შემდეგ, რაც შესაძლებელი იქნება როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ტრანსპორტირება და ასევე, სკოლების შენობის დათვალიერება - განათლების მინისტრი

ალექსანდრე წულაძე

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში.

უწყების ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში. როგორც განათლების მინისტრმა "რუსთავი 2"-თან განაცხადა, ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო გარემო. გაცდენილი საგაკვეთილო საათები კი ანაზღაურდება.

"სასწავლო პროცესი აღდგება მას შემდეგ, რაც მოგვეცემა საშუალება და შესაძლებელი იქნება ყველა სკოლაში როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ტრანსპორტირების და მეორეს მხრივ - მას შემდეგ, რაც მოხდება სკოლების შენობის დათვალიერება. ეს გაცდენილი საათები უშუალოდ სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით დაიგეგმება თუ როდის და როგორ აღდგეს თითოეულ სკოლაში", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე.