ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
დღეს საქართველოს ბიზნეს სექტორში გამოჩნდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Ilanguages, Mycourses, რომლებიც გვთავაზობენ ონლაინ სწავლებას.
მაგრამ კითხვა, რომელიც ყველა ჩვენგანს გვიჩნდება არის შემდეგი, რამდენად ეფექტურია მსგავსი მეთოდით სწავლა.
ამ სტატიაში ნახავთ ონლაინ კურსების რამდენიმე უპირატესობას, რაც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა სწავლა აღნიშნული მეთოდით.
1. ონლაინ სწავლების მეშვეობით, მოსწავლე გაცილებით პროდუქტიულია და სწავლობს მეტს, ნაკლები ძალისხმევით ნაკლებ დროში;
2. კურსი ხელმისაწვდომია კვირაში შვიდი დღე, ოცდაოთხი საათი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან;
3. მოსწავლეს შეუძლია გადაიმეოროს გაკვეთილები. ბევრჯერ ხდება, ვესწრებით გაკვეთილს და ახსნილი გვავიწყდება 3 დღის შემდეგ, ონლაინ განათლებით ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, შეგიძლიათ გაიმეოროთ გაკვეთილები, როცა გსურთ მაშინ;
4. გაქვთ შესაძლებლობა ისწავლოთ საუკეთესო პროფესიონალებისგან. ეს პროფესიონალები, როგორც წესი იღებენ დიდ ფულს და არ აქვთ სივრცე ასწავლონ ყველას, თუმცა ონლაინ კურსების წყალობით შეგიძლიათ ისწავლოთ საუკეთესოსგან;
5. ონლაინ განათლება 70-90%-ით იაფია, ვინაიდან არ საჭიროებს მასწავლებელს თითოეული მოსწავლის ან ჯგუფისთვის;
6. მოსწავლე სწავლობს სხვებისგან და უზიარებს მათ თავის ცოდნას, ეს არის ერთი ერთი გასაღები, რომლითაც ის გაცილებით მეტს სწავლობს ნაკლები ძალისხმევით;
7. შეგიძლიათ გაიაროთ გაკვეთილები სახლიდან გაუსვლელად, გაკვეთილებზე წასვლისთვის დამატებითი ხარჯების გარეშე.
როგორც ხედავთ ონლაინ კურსები ნამდვილად ეფექტური და მოსახერხებელია.
მონაცემების მიხედვით, სტუდენტების 95% ძალიან კმაყოფილია და თვლიან რომ სწავლობენ გაცილებით მეტს, ვიდრე ისწავლიდნენ სხვა ტიპის სწავლებით, ყველაფერთან ერთად კი ზოგავენ ფინანსებს.