რა შემთხვევაშია თანახმა პუტინი უკრაინაში ომი შეწყვიტოს - მედია რუსეთის პრეზიდენტის ულტიმატუმზე წერს

ვლადიმერ პუტინი

სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში ომის დასრულებისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთი აშშ-სგან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიიდან უკრაინის ჯარის გაყვანას მოითხოვს.

სააგენტოს ცნობით, ეს ოკუპაციის აღიარების ტოლფასი იქნება, სანაცვლოდ კი რუსეთი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე იერიშებს შეწყვეტს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები მუშაობს იმაზე, რომ შეთავაზების შემთხვევაში, სავარაუდო გარიგების გაფორმებაზე თანხმობა კიევისგან და მისი ევროპელი მოკავშირეებისგან მიიღოს.