ლოცვა, რომელიც მორწმუნე მრევლმა ილიაობის დღეს უნდა წაიკითხოს
1754117927
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერთან ლაშა საღინაძესთან და ცენტრალური ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თსუ-ის მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსებში მიმდინარე და დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
თსუ-ს ინფორმაციით, მე-10 კორპუსში უკვე დასრულდა ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია, სრულად განახლდა მე-8 სართული და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მე-9 სართულის რემონტიც. განახლებულ აუდიტორიებში ქართულ ენაში მომზადების (1+4 )პროგრამის სტუდენტები ისწავლიან.
ამასთან, ასევე, დასრულდა თსუ-ის მე-11 კორპუსის სამი აუდიტორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.