როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში
1782851729
არათუ აბიტურიენტი, არამედ მოქმედი პირველკურსელებიც, რომლებიც ახლა გადადიან მეორე კურსზე, ისინი უკვე სამწლიანი საბაკალავრო სისტემით სარგებლობენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„უმაღლეს განათლების რეფორმის კონცეფციის მთავრობის დადგენილებით დამტკიცებამ მოგვცა საფუძველი, რომ შეგვემუშავებინა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ეს პროექტი პარლამენტში იქნა განხილული და დეკემბერში დამტკიცდა, რის საფუძველზეც უკვე მოქმედი პირველკურსელებისთვისაც, რომლებიც ახლა აბარებენ მეორე სემესტრის გამოცდას და გადადიან მეორე კურსზე, უკვე სამწლიანი პროგრამაა გათვალისწინებული“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მისი თქმით, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ძალიან აქტიური, კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა მიმდინარეობდა გასული თვეების განმავლობაში და პროგრამები უკვე გადაწყობილია. სრულად: