განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ყვარლის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

სხდომა

გასვლითი სხდომაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა ახალგაზრდობის სააგენტოს 2024 წლის პროგრამის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ვახტანგ ბააკაშვილის თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო 2024 წელს აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობაზე.

„2024 წელს ჩატარდა მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი - „სტუდფესტი 2024”. ფესტივალში 48 უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ ახალგაზრდები და 600-მდე გამარჯვებული გამოვლინდა. ფესტივალის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი ღონისძიებები. 6700-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა საბანაკე სერვისებით. მათ შორის: ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 4000-მდე ახალგაზრდამ“, - განაცხადა ვახტანგ ბააკაშვილმა.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე. მისივე თქმით, აღსანიშნავი და მისასალმებელია, სააგენტოს ბიუჯეტის ზრდა. როგორ ვახტანგ ბააკაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდობის სააგენტო 2025 წელსაც გააგრძელებს საგრანტო კონკურსების, ახალგაზრდული ფორუმების, ბანაკებისა და ფესტივალების ხელშეწყობას.