12 თებერვალს შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1739294999
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი გიორგი სოსიაშვილი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს ეწვივნენ.
დეპუტატებმა ახალგაზრდული ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის საჭიროებებს გაეცნენ.
კომიტეტის წევრებთან ერთად დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი იმყოფებოდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს წიგნები გადაეცა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონებში ახალგაზრდული ცენტრების არსებობა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და მათი კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალური განვითარებისათვის.
ამასთან, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული სერვისებსა და თანამედროვე სივრცეებზე ხელმისაწვდომობის ზრდა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.