რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ელექტრონულ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 11 აპრილს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება. გამოსაცდელების კითხვებს ამომწურავად, ამჯერად, ქიმიისა და ბიოლოგიის ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ. გია ხატისაშვილი და აივენგო შათირიშვილი გამოსაცდელებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ტესტის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე მისცემენ მათ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობისას.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხილეთ ბმული.
შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე მომდევნო კვირას გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.