15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
ფოთის სკოლებში, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში N-4 საჯარო სკოლაში სახურავის რეაბილიტაცია, სპორტდარბაზის, სველი წერტილების და გასახდელების, პირველი სართულის ფოიეს მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო N-12 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების და სპორტდარბაზის კეთილმოწყობა.
მიმდინარე სარემონტო სამუშაობი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბემა" აწარმოებს. ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, სკოლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა.
შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში , ფოთში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 1 ახალი სკოლის მშენებლობა არის დაგეგმილი.