დეკანოზი მატათა ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

დეკანოზი მატათა

4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა(ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ცენტრის ცნობითვე, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც - ნონა და იოანე ბერიძეები.

დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს.