ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებს - ტრამპი
1754406288
„პრობლემა თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში, მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი, მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, განვითარდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდეთ, ან შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვერ ვხედავთ. ზოგადად, სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარება ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული, მაშინ როდესაც არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც არის უმწვავესი დეფიციტები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა, რამაც დეფიციტური პროფესიების განსაზღვრა განაპირობა.
„ჩამონათვალში არის, მაგალითად, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა და სხვა. რეალურად მწვავე საჭიროებები არის თუ არა, შეგვიძლია, ვკითხოთ კლინიკებს, შესაძლოა, ისინი ყველაზე მეტად აღიქვამდნენ რეალურად არსებულ დეფიციტებს - ყველგან აღმოვაჩენთ, რომ ამ მიმართულებებით, არსებობს კონკრეტული საჭიროებები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ საჭიროებებს განსაზღვრავს ერთის მხრივ, სტატისტიკური მაჩვენებლები, მაგალითად, მთელ მსოფლიოში, ყოველ 100 000 მოსახლეზე, უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის ფსიქიატრი. მეორეს მხრივ, არსებული რეგულაციების მიხედვით, მაგალითად, კარდიოქირურგიის, ან ნეიროქირურგიის მიმართულებით, ყველა კლინიკაში გარკვეული რაოდენობის პაციენტებზე, ან თითოეულ ლიცენზიაზე, აუცილებელია კონკრეტული რაოდენობის პროფესიონალი. ამ რაოდენობის პროფესიონალი, საქართველოში, არ არსებობს. არის ისეთი სპეციალობები, სადაც შესაძლოა, ახლებური რეგულაციების საჭიროებაც გამოიკვეთოს და ამაზეც მუშაობს პროფესიული განვითარების საბჭო. მაგალითად, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. მიუხედავად ერთიანი ლიცენზიის ქონისა, ცალკეული ექიმები, უმრავლეს შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას და რეკონსტრუქციული მიმართულებით, სამწუხაროდ, უმწვავესი დეფიციტები არსებობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უმცროს ექიმებს, მხოლოდ შესაბამისი გამოცდების გავლისა და კვალიფიკაციის დადასტურების შემდეგ მიეცემათ სერტიფიცირების შესაძლებლობა.
„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უმცროს ექიმებად ბევრი წლის განმავლობაში იმუშავეს და ეს ლეგალური პროფესიაა. მანამდე, მათ, გაიარეს საგანმანათლებლო პირველი ეტაპი, ჩააბარეს გამოცდა, დაიწყეს უმცროს ექიმად მუშაობა და დიდი გამოცდილება დააგროვეს, ზოგმა - წლებით იმაზე მეტიც, ვიდრე რეზიდენტურაა. რა თქმა უნდა, ისინი იმსახურებენ შანსს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიეცეთ შესაძლებლობა, გახდნენ ექიმები - მოიპოვონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში, ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - ერთის მხრივ, დეფიციტური პროფესია შეიძლება შეივსოს და მეორეს მხრივ, ამ ადამიანებისთვისაც ეს შანსია. თუმცა, აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ იქნება მუდმივი გადაწყვეტა, ცვლილება ერთჯერადი სახისაა და მოქმედებს მხოლოდ 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე. ამავე დროს, არ შეიძლება გავჩერდეთ - რეზიდენტურის რეფორმა, პროფესიების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვა - მუდმივი განახლება გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.