„ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის 

საგრანტო კონკურსი

თუ ხარ სტუდენტი და გაქვს ინიციატივა, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის.

კონკურსის მიზანია სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება.

საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვთ უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც შექმნიან საინიციატივო ჯგუფს მინიმუმ ხუთი წევრით.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 11 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge.

კონკურსის საერთო ბიუჯეტი 180 000 ლარი. ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 15 000 ლარს.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებია:

ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარება;

მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ინტერკულტურული დიალოგი და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;

ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;

ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება;

ახალგაზრდების ფიზიკური, მენტალური, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo/?fbid=1356605303170449&set=a.289312536566403