ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1750334792
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 45.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტით გაიზარდა და 1 169.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 229.0 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 121.1 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 120.0 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 136.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 97.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 82.2 მლნ. აშშ დოლარით.