ვერცხლი! გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
1750352595
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და სატრანსპორტო რეფორმის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ საშუალება გვქონდა თბილისის სატრანსპორტო რეფორმის შესახებ ინფორმაცია მოგვესმინა დედაქალაქის მერიის მხრიდან. მერიამ შეძლო შეუძლებელი, არავის სჯეროდა რომ თბილისის ავტობუსების ავტოპარკის ჩანაცვლება შესაძლებელი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ეს რეფორმა დავიწყეთ, ოპონენტები გვეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო იმ ავტოპარკის ჩანაცვლება, რომელიც მოძველებული იყო. თბილისის ავტოპარკი არა მხოლოდ ჩანაცვლდა, მთელი 20-25%-ით მოიმატა ავტობუსების რაოდენობამ. შედეგად, დედაქალაქში გვყავს ახალი ავტობუსები, შეიცვალა ქუჩის დიზაინი, შეიცვალა ზოგადად დამოკიდებულება ტრანსპორტთან მიმართებით. დღეს თბილისში ტრანსპორტი გაცილებით უფრო კომფორტული და სწრაფია, ვიდრე მანამდე. ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ არის, ბევრი პროექტები გვაქვს გასაკეთებელი და რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, წარმატებული სატრანსპორტო რეფორმისთვის“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმსაც შეეხო და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მინდა გამოვეხმაურო, ამ დღეებში თბილისში ჩატარებულ მშვიდობის ფორუმს. ეს ფორუმი თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. მშვიდობის ფორუმზე საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები იყვნენ ჩამოსულები. ჩვენ, ამ ფორუმის ჩატარებით მთელი მსოფლიოს აკადემიური წრეების ყურადღების ცენტრში მოვექეცით. არაერთი რეპორტაჟი გაკეთდა, რამაც საქართველოს შესახებ ინფორმაცია და ცნობადობა გაზარდა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს დისკუსიები მშვიდობის საკითხს ეხებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო მერიას, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ეჭიდება და წარმატებით აორგანიზებს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.