დაღუპულია ახალგაზრდა კაცი - აჭარაში ავარია მსხვერპლით დასრულდა
1750347095
მოლდოვური ტელეარხის, "ექსკლუზივ ტივის"" ჟურნალისტმა, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის ტელევიზიისა და რადიოს საბჭო ჟურნალისტებს თავს ახვევს აბსურდულ წესებს და წამყვანს მარიონეტად, მოლაპარაკე თავად აქცევს.
იულია ფედოროვამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეარხს ტოვებს.
"დღევანდელი ტელევიზია იქცა ადგილად, სადაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება და საღი აზრი იგნორირებულია. თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტი, რომელიც, სიმართლის ძიებაში, გულწრფელად ასრულებს თავის მოვალეობას, ყველა მხრიდან აღმოჩნდა "დემოკრატიული" სახელმწიფოს მიერ შევიწროებული. ამ ქვეყანაში ხელისუფლება ევროპული ღირებულებების მხოლოდ დეკლარირებით არის დაკავებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტელევიზიისა და რადიოს საბჭო პირდაპირ კრძალავს პირდაპირ ეთერში ირონიას", - აცხადებს მოლდოველი ჟურნალისტი იულია ფედოროვა.