„გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოვიდა“ - დეზირე დუე
1747062139
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, თბილისში, B2B Summit by Tarifa მიმდინარეობს. 2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია.
"ჩვენ დავაორგანიზეთ ეს სამიტი, რადგან საქართველოს მიმართულებით ძალიან ბევრი პირდაპირი ავიარეისი სრულდება პოლონეთიდან. ამ ღონისძიებისთვის გადავწყვიტეთ პოლონეთიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნიდან და ჩინეთიდან "ბაიერები" ჩამოგვეყვანა, რომ ამ მიმართულებას, საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გასცნობოდნენ, სადაც შესაძლებელია მსხვილი ღონისძიებების გამართვა და ხალხის ჩამოყვანა ბიზნესშეხვედრებისთვის. ვფიქრობ, სერვისის მომწოდებლები მოხარულები არიან ბაიერებთან შეხვედრებით და იმ ტურებით, რომელიც დაგეგმილია", - განაცხადა Tarifa კონგრესის ხელმძღვანელმა მაჩიეჟ ვოიჩჟიკმა.
კომპანია "ტარიფა" (Tarifa) წარმოადგენს პროფესიონალური კონგრესის ორგანიზატორ კომპანიას (PCO), რომელიც 25 წელია წარმატებით ფუნქციონირებს შეხვედრების ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია მსხვილ ღონისძიებებს აწყობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში.