1735251416
რამდენ ლარად იყიდით დღეს დოლარს - ვალუტის ახალი კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0890 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0964 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0074 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4952 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.5023 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.