გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
საქართველოს ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, საქართველოს ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.
„ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში არსებული სიტუაცია. გამოწვევები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა. მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია. ამიტომ, მთლიანობაში, 2021 წლის ქონების გადასახადს აღნიშნული სექტორი აღარ გადაიხდის“, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ამ საკითხზე დეტალურად მთავრობის სხდომაზე ინფორმაციას ეკონომიკისა და ფინანსთა მინსიტრები ისაუბრებენ.