1770145836
ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება - რა ღირს 1 გრამი საქართველოში
მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასებში კვლავ მატება ფიქსირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 939 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 6.59%-ით მატებაზე მიუთითებს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 87.31 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 13.15%-ით მომატებული ფასია. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკური პორტალი „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.
რაც შეეხება საქართველოს, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 432 ლარია, 750-სინჯიანი - 324 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 252 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.86 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.09 ლარად არის შესაძლებელი.











