ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9108 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9142 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 ლარი შეადგინა.